ძვირფასო მომხმარებლებო,

მოხარული ვართ, რომ გვეხმიანებით, ვაფასებთ თქვენს თითოეულ მოსაზრებას - იქნება ეს პრეტენზია თუ კმაყოფილების გამოხატვა ჩვენი კომპანიის პროდუქციის თუ მომსახურების მიმართ.

ტოიოტას წარმატება უმეტესწილად მისმა ნოვატორულმა ტექნოლოგიებმა და წარმოების საუკეთესო ხარისხმა განაპირობა, თუმცა აღსანიშნავია, რომ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა მომხმარებლის მუდმივი ჩართულობისა და მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე.

ტოიოტა რეგულარულად ესაუბრება მომხმარებელს, იმ ასპექტების გამოვლენის მიზნით, რომელთა გაუმჯობესებაც შესაძლებელი და აუცილებელია. "კაიზენის" ანუ "მუდმივი გაუმჯობესების" ფილოსოფია ტოიოტასთვის უმნიშვნელოვანესია როგორც წარმოების, ასევე შემდგომი ბიზნეს პროცესების მართვის დროს.

ამგვარად, თქვენს მიერ გამოთქმული აზრი და მომსახურების შეფასება გვაძლევს ანალიზის გაკეთების საშუალებას და მეტ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ მოვახდინოთ მომხმარებლის მოთხოვნების სრული დაკმაყოფილება.

ტოიოტასთვის პრიორიტეტულია მისი პერსონალი სათანადოდ მომზადებული და მოტივირებული იყოს მომხმარებელთან ურთოერთობისას. ორმხრივი ურთიერთობა და თქვენი ინტერესების გათვალისწინება დაგვეხმარება შევქმნათ მომსახურების ისეთი ხარისხი, რომელიც აღემატება მომხმარებლის მოლოდინს.

მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისაკენ ტოიოტას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფასეულობაა.

ტელეფონი: +995 32 252 20 22

ფაქსი +995 32 253 05 31

ელ-ფოსტა: info@toyota-tbilisi.com

სამუშაო საათები: 

ორშაბათი-პარასკევი:  09:30-დან 18:00 საათამდე.

შაბათი: 09:30-15:00 საათამდე