მოითხოვე ტესტ დრაივი

2019

Corolla

ბროშურის გადმოწერა

შემდეგი თაობა ჰიბრიდულ მართვაში

პირველად წარმოდგენილი, როგორც ჰიბრიდი, Corolla უზრუნველყოფს ენერგიულ მართვას მისი ახალი, ინოვაციური, თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძალოვანი აგრეგატით. დიზაინისა და ინჟინერიის სრულიად ახალი მიდგომით, მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ავტომობილს აქვს ყველაფერი: გლუვი, ახალი ექსტერიერი, სრულიად განახლებული ინტერიერი, რიგი გაუმჯობესებული ტექნოლოგიებისა და ყველაზე მთავარი, განახლებული უსაფრთხოების მახასიათებლები. სედანი Corolla დაბრუნდა - და ის უკეთესია, ვიდრე ყოფილა ოდესმე.

ფერების არჩევა

გალერია

დააკლიკეთ სურათს.

სხვა მახასიათებლები

მარტივად გამოსაყენებელი ჭკვიანი ტექნოლოგიები

ისეთი მახასიათებლებით, როგორიც არის ხმის ამოცნობის ფუნქცია, თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ზარები და აკონტროლოთ მუსიკა, საჭიდან ხელის აუღებლად. ხოლო "ჩემი ტოიოტა", თქვენი ავტომობილისთვის დაკავშირებული სერვისების ნაკრები კი შექმნილია თქვენი ცხოვრების გასამარტივებლად

ქალაქის სედანი, რომელიც შექმნილია წინსვლისთვის

ელეგანტური, ეკონომიური და კომფორტული, ახალი Corolla განიჭებთ სიამოვნებას მართვისას, თქვენი ცხოვრების სტილის მიუხედავად. სადაც არ უნდა მგზავრობდეთ, ქალაქში თუ ავტობანზე, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ თვითდამუხტვადი ჰიბრიდული სისტემით და საიმედოობით, რომლითაც ცნობილია Toyota.

შთამბეჭდავი შიგნიდან და გარედან

ახალი Corolla უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შესანიშნავი სამართავი ავტომობილი: კომფორტული სალონი შექმნილია თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით. განახლებული Toyota Safety Sense-ის კომპლექტის წყალობით, გზის ყოველი მომხმარებელი არის მაქსიმალურად უსაფრთხოდ.

საწვავის ეკონომია, დაბალი ემისიები და სასიამოვნო მართვა

ცოცხალი და მგრძნობიარე ქალაქში, 1.8ლ. ჰიბრიდული ძრავა უზრუნველყოფს მშვიდ, აუღელვებელ მართვას ნებისმიერ სიტუაციაში. ასევე, თქვენ არასდროს დაგჭირდებათ მისი მიერთება დენის წყაროსთან, ვინაიდან Corolla-ს აქვს თვითდამუხტვის ფუნქცია.

სულიერი სიმშვიდე ნებისმიერ დროს

Toyota Safety Sense-ს მძღოლის მხარდაჭერა ახალ სიმაღლეებზე აჰყავს. სისტემა განახლდა კიდევ უფრო მეტად ინტელექტუალური მახასიათებლებით, რაც რეალურად ხელს შეუწყობს საგზაო შემთხვევის თავიდან აცილებას. მაგრამ იყავით დარწმუნებული, რომ კონტროლი ყოველთვის თქვენს ხელთ არის.

აქსესუარები

  • პოპულარული
  • უსაფრთხოება
  • ინტერიორი
  • ექსტერიორი
  • მოვლა
  • ყველა

მეტი Corolla - ის შესახებ