ჰიბრიდული ავტომობილები

გამორჩეული დიზაინი, მოდელების ფართო არჩევანი,
არასდროს ყოფილა ამდენი მიზეზი, თუ რატომ უნდა აირჩიო ტოიოტას ჰიბრიდი

რატომ ტოიოტას ჰიბრიდი

ტოიოტას ჰიბრიდი არ შედის კომპრომისში ძალასა და პერფორმანსს შორის. მათ არ ჭირდებათ დამატებითი ჩამრთველები და სირთულე, ავტომობილებს აქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად, გაუჩერებლად დაიმუხტონ ენერგიით და შეამციროთ გამონაბოლქვით დაბინძურება. აღსანიშნავია რომ ტოიოტამ 1997 წლიდან 94 მილიონი ტონა CO2-ის გამოყოფას შეუშალა ხელი მსოფლიოს მასშტაბით. ტოიოტას ყავს მრავალგზის გამარჯვებული ჰიბრიდული ავტომობილები რომელიც შენს ცხოვრების სტილს ერგება, ასე რომ რატომ არ უნდა შეარჩიოთ ის?

მიზეზი თუ რატომ ირჩევთ ჰიბრიდს

მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა აირჩიო ჰიბრიდი არის მისი მრავალფეროვნება . ჰიბრიდული ავტომობილების დიდი არჩევანია ჩვენს ცენტრში, რომელთაგან ერთ-ერთი დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ უფრო მეტი

ტოიოტას ჰიბრიდულმა ავტომობილებმა 94 მილიონი ტონა CO2-ის დაბინძურებისგან დაიცვა მსოფლიო. ​პირველიჰიბრიდული ავტომობილი ტოიოტამ 1997 წელს გამოუშვა.

ტოიოტას ჰიბრიდული სისტემა მუშაობს უწყვეტ რეჟიმში და არ გიწევთ ცვალოთ მართვის სტილი ელ.ენერგიის და საწვავის მოხმარების დასაბალანსებად.

ტოიოტას ჰიბრიდულმა ავტომობილებმა 94 მილიონი ტონა CO2-ის დაბინძურებისგან დაიცვა მსოფლიო. ​პირველიჰიბრიდული ავტომობილი ტოიოტამ 1997 წელს გამოუშვა..

ტოიოტას ჰიბრიდული სისტემა მუშაობს უწყვეტ რეჟიმში და არ გიწევთ ცვალოთ მართვის სტილი ელ.ენერგიის და საწვავის მოხმარების დასაბალანსებად.

როგორ მუშაობს ტოიოტას სისტემა

ტოიოტას ავტომობილებს შეუძლიათ იმუშაონ მხოლოდ ელექტრო ენერგიაზე, მხოლოდ ბენზინზე და ორივეს შერწყმით. მათი მუშაობა ხდება ავტომატურად მძღოლის ჩარევის გარეშე რაც გაძლევთ 70%-ით ნაკლებად ნაკლებ CO2-ს სხვა ბენზინისა და დიზელის ძრავებთან შედარებით.

ტოიოტას ჰიბრიდულმა ავტომობილებმა 94 მილიონი ტონა CO2-ის დაბინძურებისგან დაიცვა მსოფლიო. ​პირველიჰიბრიდული ავტომობილი ტოიოტამ 1997 წელს გამოუშვა.

გარემოსთან მეგობრული

ტოიოტას ჰიბრიდულმა ავტომობილებმა 94 მილიონი ტონა CO2-ის დაბინძურებისგან დაიცვა მსოფლიო. ​პირველიჰიბრიდული ავტომობილი ტოიოტამ 1997 წელს გამოუშვა.

განტვირთვა და გადართვა

როდესაც შიდა წვის ძრავის გათიშვის დროს საწვავი იზოგება - მანამ სანამ ელ.ძრავის ელემენტი არ დაჯდება. როდესაც გადაადგილება ხდება დაბალი სიჩაქრით ამ დროს მხოლოდ ელექტრო ძრავიც საკმარისია..

ტოიოტას ჰიბრიდულმა ავტომობილებმა 94 მილიონი ტონა CO2-ის დაბინძურებისგან დაიცვა მსოფლიო. ​პირველიჰიბრიდული ავტომობილი ტოიოტამ 1997 წელს გამოუშვა

ტოიოტას ჰიბრიდულმა ავტომობილებმა 94 მილიონი ტონა CO2-ის დაბინძურებისგან დაიცვა მსოფლიო. ​პირველიჰიბრიდული ავტომობილი ტოიოტამ 1997 წელს გამოუშვა.

ტოიოტას ჰიბრიდულმა ავტომობილებმა 94 მილიონი ტონა CO2-ის დაბინძურებისგან დაიცვა მსოფლიო. ​პირველიჰიბრიდული ავტომობილი ტოიოტამ 1997 წელს გამოუშვა.

აარჩიოთ ჰიბრიდი თქვენი უფლებაა

ყველაზე მეტი ჰიბრიდული ავტომობილი სხვა ბრენდებთან შედარებით დაწყებული კომპაქტური ავტომობილებიდან. ჩვენ გვყავს ჰიბრიდი რომელიც შენს ცხოვრების წესს ერგება.

Toyota Prius

2019 პრიუსი იყავით თქვენს ელემენტში

Toyota Corolla

შემდეგი თაობა ჰიბრიდულ მართვაში

Toyota RAV4

ახალი RAV4. კომპრომისების გარეშე.

Toyota Camry

სრულყოფილებას არ აქვს საზღვარი

Toyota Yaris Cross

საუკეთესო ურბანული ავტომობილი

ფაქტები ჰიბრიდულ ავტომობილზე

ყველანაირი შედარება არის ტოიოტას ჰიბრიდული და შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებს შორის.

რა არის ჰიბრიდი?

ტოიოტას ჰიბრიდები ცნობილია, როგორც „ჰიბრიდულ- ელექტრონული“ ავტომობილები, რადგანაც ისინი ითავსებენ ენერგიის ორ წყაროს: ბენზინის ძრავასა და ელექტრო ძრავას. ეს ორი ძრავა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს. სწორედ ეს განასხვავებს ტოიოტას „სრულ“ ჰიბრიდულ სისტემას ე.წ. „ნაწილობრივი“ ჰიბრიდული ავტომობილებისგან. დასაძრავად და 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის განსავითარებლად, ტოიოტას ჰიბრიდები იყენებენ ელექტროენერგიას. შესაბამისად, ქალაქში გადაადგილებისას, ენერგიის თითქმის ნახევარს ელექტრო ძრავი დამოუკიდებლად გამოიმუშავებს, რა დროსაც ავტომობილი საერთოდ არ მოიხმარს ბენზინს და შესაბამისად არ გამოსცემს მავნე გამონაბოლქვს. გარდა ამისა, ელექტო რეჟიმი უზრუნველყოფს ჩუმ და კომფორტულ გადაადგილებას.

რამდენად ძვირია ჰიბრიდების შეძენა, ან მათი შენახვა?

ჰიბრიდული სისტემა ოდნავ უფრო ძვირია, ვიდრე მისი ტრადიციული ალტერნატივა, მაგრამ ტოიოტას ჰიბრიდები თქვენს ფულს ზოგავენ არა მხოლოდ ნაკლები საწვავის მოხმარებით, არამედ ცვეთადი ავტონაწილების ტექმომსახურების უფრო დაბალი ფასითაც. მაგალითად, ჰიბრიდების შემთხვევაში, სამუხრუჭე ხუნდების შემცირებული ცვეთის შედეგად, მათი ტექმომსახურება 5 პროცენტ-ით უფრო იაფი ჯდება. ტოიოტას ჰიბრიდის ელექტროძრავა და ბატარეების კომპონენტები პრაქტიკულად არ საჭიროებენ ტექნიკურ მომსახურებას. ისინი გამოცდილ ტექნოლოგიას წარმოადგენენ და, ამგვარად, არიან უფრო სანდო ვიდრე შიდაწვის ძრავები, რომლებიც შედარებით უფრო რთული აგებულებისაა. სინამდვილეში, ზოგი ისეთი მექანიკური ელემენტი, როგორიცაა გადაბმულოლობა და ელექტროსტარტერი საერთოდ ამოღებულია ხმარებიდან, რაც კიდევ უფრო ამცირებს სამომავლო გაუთვალისწინებელი ხარჯების რისკს.

სჭირდებათ თუ არა ჰიბრიდებს დატენვა?

თუ თქვენ ამგვარი კითხვა გიჩნდებათ, გაიხსენეთ, რომ ტოიოტას ჰიბრიდებს არ გააჩნიათ კაბელები, შტეკერები და მსგავსი მოუხერხებელი საგნები. როდესაც ტოიოტას ჰიბრიდის ბატარეა იცლება, ძრავის მიერ გამომუშავებული ჭარბი ენერგია გამოიყენება მის ხელახლა დასატენად. გარდა ამისა, ჩვენი ჰიბრიდები ასევე აღჭურვილია რეგენერაციული დამუხრუჭების სისტემებით. ამ სისტემის დახმარებით, როდესაც თქვენ ამუხრუჭებთ ან დაღმართზე ინერციით მოძრაობთ, გენერატორი წარმოქმნის ელექტროენერგიას, რომელიც შემდგომი გამოყენებისათვის ავტომობილის ბატარეაში ინახება. შესაბამისად, თქვენ არ დაგჭირდებათ გარეშე წყარო ბატარეის დასატენად.

რამდენად მძლავრია ჰიბრიდები?

ტოიოტას ჰიბრიდებს შეუძლიათ ენერგიის წყაროს ერთი ძრავიდან მეორეზე შეუმჩნევლად გადართვა, რის შედეგადაც თქვენ მიიღებთ ავტომანქანის სხარტ რეაქციას სასურველ მომენტში. როგორც კი თქვენ დააწვებით ამაჩქარებლის სატერფულს, ჰიბრიდული ავტომობილის ელექტროძრავა წარმოქმნის მგრეხი ძალვის (ან გამწევი ძალის) მყისიერ ბიძგს, ხოლო უფრო მაღალ სიჩქარეზე მგზავრობისას, ან ავტობანზე გასწრებისას, ის მუშაობს ბენზინის ძრავთან ერთად და ამგვარად უზრუნველყოფს სიმძლავრის სწრაფ ზრდას.

რა სხვაობაა ე.წ. „ნაწილობრივ“ და „სრულ“ ჰიბრიდებს შორის?

ყველა ჰიბრიდული ავტომობილი იყენებს შიდა წვისა და ელექტრონული ძრავების კომბინაციას. „ნაწილობრივ“ ჰიბრიდულ ავტომობილებთან შედარებით, ტოიოტას სრული ჰიბრიდული ტექნოლოგიის ავტომობილების ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მათი ენერგიის ორი წყარო ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად მუშაობს. „ნაწილობრივი“ ჰიბრიდული ტექნოლოგიის ავტომობილები თავიანთ ელექტროძრავებს მხოლოდ აჩქარებისა და უცვლელი სიჩქარით მგზავრობის დროს იყენებენ. ასეთ შემთხვევაში, ელექტროძრავა ავტომობილს ენერგიით დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს. სრული, ანუ თვით-დატენვადი ტოიოტას ჰიბრიდით მოგზაურობისას, ქალაქში გადაადგილების 50-მდე პროცენტის შემთხვევაში, ისევე როგორც 50 კმ/სთ-მდე სიჩქარით მგზავრობისას, თქვენი ავტომობილი მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით გადაადგილდება. უფრო მაღალი სიჩქარის განვითარებისას, ან ავტობანზე გასწრებისას, სიმძლავრის საჭირო ბიძგის უზრუნველსაყოფად ბენზინისა და ელექტრონული ძრავები ერთად მუშაობენ.

რამდენად რთულია ჰიბრიდების მართვა?

ჰიბრიდული ავტომობილების ტექნოლოგიაში განსაკუთრებულ სირთულეს არაფერი წარმოადგენს. სინამდვილეში, შესაძლოა ტოიოტას ჰიბრიდი კიდევ უფრო ადვილი სამართავიც იყოს, ვიდრე თქვენთვის ჩვეული ავტომობილი. ჩვენი თვით-დატენვადი ჰიბრიდული სისტემა საკუთარ თავს აკონტროლებს და შეუმჩნევლად ირჩევს ან უხმაურო ელექტროძრავას, ან მოქნილ ბენზინის ძრავას, ან ორივეს, იმ სიტუაციაში, როდესაც თქვენ სიმძლავრის ბიძგი გჭირდებათ. არავითარი ბერკეტები, ღილაკები, და გადამრთველები. მეტიც, ყველა ტოიოტას ჰიბრიდი აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გადართოთ სიჩქარის მცვლელი ბერკეტი მოძრაობაში მოყვანის (Drive) პოზიციაში და მოემზადოთ მშვიდი და კომფორტული მგზავრობისათვის.

როგორ მუშაობენ ჰიბრიდები ზამთარში?

საინტერესოა, რომ ზამთრის პირობებში, ტოიოტას ჰიბრიდის მართვა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ავტომობილის მართვისაგან. ახალი ტოიოტას ჰიბრიდები აღჭურვილია წევის კონტროლისა და მდგრადობის კონტროლის სისტემებით, რომლებიც ეხმარება ავტომობილს სრიალა თუ მოყინულ საგზაო ზედაპირზე ჩაჭიდების შენარჩუნებაში. თუ თქვენ გინდათ, რომ ჰიბრიდმა უფრო ექსტრემალურ პირობებს გაართვას თავი, ტოიოტას გააჩნია სრული ამძრავი სისტემის (AWD) მქონე ჰიბრიდული მოდელები RAV4-ის ჰიბრიდულ ხაზში. მათ გააჩნიათ დამატებითი, უკანა მხარეს დამონტაჟებული ელექტროძრავა, რომელიც უკანა თვლებს ამოძრავებს ჩაჭიდებისა და სტაბილურობის ნებისმიერ პირობებში უზრუნველსაყოფად.

გააჩნიათ თუ არა ჰიბრიდებს სრული ამძრავი სისტემა (AWD)?

მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდების უმრავლესობა წინა თვლების ამძრავი სისტემითაა აღჭურვილი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე ასევე არსებობს სრული ამძრავი სისტემის მქონე, ანუ 4x4 სისტემის ტოიოტას ჰიბრიდები, მათთვის, ვისაც სჭირდება უგზოობის თუ უამინდობის პირობებში მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილი. ახალი RAV4 ჰიბრიდი აღჭურვილია მოწინავე AWD-i სისტემით, რომელიც შექმნილია რთულ გარემოში უფრო ძლიერი შედეგისა და სრიალა პირობებში უსაფრთხო მართვის უზრუნველსაყოფად. წინა თვლების სამართავად განკუთვნილი კომბინირებული ტოიოტას ჰიბრიდული ძრავისა და ელექტროძრავის გარდა, RAV4 Hybrid AWD-ს მსგავი მოდელები ასევე აღჭურვილია დამატებითი, ავტომობილის უკანა მხარეს დამონტაჟებული ელექტროძრავით, რომელიც უკანა თვლებს ამუშავებს. ეს იძლევა უკანა თვლებზე დაახლოებით 30 პროცენტით მეტი მგრეხი ძალვის გადანაწილების საშუალებას, რაც ფხვიერ თუ სრიალა საგზაო ზედაპირზე დაძვრისას უფრო მტკიცე და სტაბილურ შედეგს იძლევა. შეჯამების სახით, შეგახსენებთ, რომ ტოიოტა ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს და თავის მომხმარებელს სთავაზობს საწვავის მოხმარების მხრივ ეკონომიურ და ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტოსატრანსპორტო საშუალებებს. გარწმუნებთ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ ეფექტურობაში, საიმედოობასა და სიმძლავრეში. რჩება შთაბეჭდილება, რომ ერთად ერთი რამ, რაშიც ტოიოტას ჰიბრიდული ავტომობილები ვერ შეუწყობენ ხელს მომხმარებლებს, არის საწვავის ფლანგვა. ამგვარად, თუ გსურთ ჰიბრიდული ავტომობილის მართვის საკუთარ თავზე გამოცდა თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მათი რეალურ პირობებში მოსინჯვა. ეწვიეთ ტოიოტას ოფიციალური დილერებს საქართველოში და ჩაეწერეთ ტესტ- დრაივზე, ყველა იმ შესაძლებლობის აღმოსაჩენად, რომელსაც ჩვენი ჰიბრიდები გთავაზობენ.