Total Cost of Ownership (TCO) – ავტომობილის ფლობის სრული ღირებულება, ეს არის, ავტომობილის ფასისა და კონკრეტული პერიოდის მანძილზე მისი ექსპლუატაციის, საოპერაციო ხარჯების ჯამი. არჩევანის გაკეთების დროს, კომპანიის წარმომადგენლისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რა სახის მოკლე და გრძელვადიან დანახარჯებთან არის დაკავშირებული ამა თუ იმ ავტომობილის შეძენა და ფლობა.
ქვემოთ მოცემულ ბმულებზე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა მოდელის ფლობის ხარჯების პროცენტულ გადანაწილებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით – +995 (032) 2 511, +995 0322 52 20 22.
*დოკუმენტებში მოყვანილი კალკულაცია მორგებულია ავტომობილის მოხმარების კონკრეტულ პირობებზე და გათვლილია 5 წელზე. სხვა სახის ექსპლუატაციის პირობებში, რის დროსაც საჭირო გახდება დამატებითი ხარჯების გაღება, ავტომობილის ფლობის სრული ღირებულება და ხარჯების გადანაწილებაც შესაბამისად შეიცვლება.