აშშ-ს ქალაქ ტორონტოში 2019 წლის - 7 თებერვალს ჩიკაგოს ავტო შოუში მე-5 თაობის ტოიოტა RAV4-ის პრეზენტაცია გაიმართა. ამავე წლის შემოდგომაზე კი ტოიოტას გუნდი RAV4-ის გაუმჯობესებულ ვერსიას TRD -ს წარადგენს, რომელიც ტოიოტა რალის გუნდის ინჟინრების მიერ არის გაუმჯობესებული. ავტომობილი სტანდარტულ მოდელთან შედარებით უფრო აგრესიული/სპორტული ხასიათის მატარებელი იქნება, რაც გამოიხატება როგორც ვიზუალურად ასევე ტექნიკური მახასიათებლებით და შესაძლებლობებით.
RAV4 - მოდელი, რომელიც 22 წლის წინ ჩაეშვა წარმოებაში და მას შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით. ახალი თაობის მოდელი კი მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს და სპორტულ ხასიათს ჰპირდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა როდესაც RAV4 შეუერთდება ტოიოტას ლეგენდარულ TRD rally -ს გუნდს, რომლებიც ჰქმნიან ლეგენდარულ და წლების მანძილზე გამოცდილ ყველგანმავალებს. RAV4-ის დიზაინი შემუშავებულია ისე რომ ავტომობილი მაქსიმალურად იყენებდეს მის შესაძლებლობებს. რასაც ხელს უწყობს მისი სავალი ნაწილი, სიმაღლე და დაშორება მიწიდან (8.6 ინჩი).
ახალი RAV4 აღჭურვილია The Dynamic Force 2.5ლ. მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავით, გამოიმუშავებს 203ცხ.ძ-ს და დაკავშირებულია პირდაპირ ცვლით ავტომატურ გადაცემათა 8 სიჩქარიან კოლოფთან. ავტომატური ტრანსმისია უზრუნველყოფს ავტომობილის ეფექტურ გადაადგილებას და საწვავის ეფექტურად გამოყენებას. ამავდროულად მძღოლს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მართვის რამდენიმე რეჟიმი: სპორტული, ნორმალური და ეკო გადაადგილებისთვის. ახალ RAV4 TRD –ზე ასევე შეძლებთ მისაბმელის გამოყენებას, რომლის წონა იქნება არაუმეტეს 1587კგ.
Standard Dynamic Torque Vectoring All-Wheel Drive - სისტემა უზრუნველყოფს ძრავის მიერ გამომუშავებული მაბრუნებელი ძალის 50 პროცენტის უკანა საბურავებზე გადატანას, ასევე შესაძლებელია დატვირთვის გაზრდა რომელიმე საბურავზე, რათა უფრო მარტივად და კომფორტულად შეძლოთ წინაღობის დაძლევა. ამავდროულად კი ავტომობილს აქვს შესაძლებლობა გამორთოს AWD სისტემა (ითიშება უკანა თვლები), თუ მისი გამოყენება არ მოითხოვს საჭიროებას და უზრუნველყოს ეკონომიური გადაადგილება.
Multi-Terrain Select - მძღოლს აძლევს შესაძლებლობას მართვის სტილი მოარგოს გზის ზედაპირს : ტალახი და ქვიშა ; კლდოვანი ზედაპირი და ჭუჭყი; თოვლი და ზამთრის რეჟიმი.
The Multi-Information Display (MID) -ზე კი გაქვთ შესაძლებლობა აკონტროლოთ ბრუნვის გადანაწილება და დატვირთვა მონაცემების მიხედვით. ახალი RAV4 TRD ასევე აღჭურვილი იქნება სხვადასხვა მართვის სისტემებით: Hill Start Assist Control (HAC), Trailer Sway Control (TSC), and Downhill Assist Control (DAC), რომელიც მეტ შესაძლებლობებს და უსაფრთხოებას გთავაზობთ.
TRD -ს შესახებ:
2020 RAV4 TRD –ში თავმოყრილია ტოიოტას „ოფ როუდ“ გუნდის უზარმაზარი გამოცდილება და მდიდარი ისტორია. მასში სრულად არის თავმოყრილი ის დეტალები, რომელიც მნიშვნელოვანია ჰქონდეს მაღალი გამავლობის ავტომობილს.
RAV4-ის დიზაინი აერთიანებს უამრავ დეტალს, რომელიც უზრუნველყოფს ავტომობილის შესაძლებლობების გაუმჯობესებას TRD-ის მახასიათებლებით. ახალი თაობის RAV4 TRD წარმოდგენილია 18X7 დიუმიანი დისკებით და “Falken”-ის ყველა რელიეფის საბურავებით, რომლის დიზაინიც ისეა შემუშავებული მაქსიმალურად უზრუნველყოს კონტროლი გზის სხვადასხვა საფარზე.
ავტომობილის ინტერში გამოყენებულია TRD-ისთვის დამახასიათებელი წითელი ფერის ზოლები,ნაკერები, სავარძლები დაფარულია კომფორტული sofTex-ით, რომელიც უფრო მსუბუქია ვიდრე ტყავი და ამავდროულად გამოირჩევა გამძლეობით. ავტომობილი ასევე მაქსიმალურად დაცულია გარედან შემომავალი ჭუჭყისგან, ტალახისგან, მტვერისგან და წყლისგან.
ტოიოტას ახალი თაობის დაცვის სისტემა (TSS2.0)
Toyota Safety Sense (TSS 2.0) უკვე გვხვდება 2019 წლის ყველა ტოიოტაზე, რომელიც გულისხმობს გაუმჯობესებულ დაცვას სხვადასხვა დაბრკოლებისაგან. სისტემა აერთიანებს უამრავ შესაძლებლობას მათ შორის:
• Pre-Collision
System with Pedestrian Detection (PCS w/PD)
• Full-Speed
Range Dynamic Radar Cruise Control (DRCC)
• Lane
Departure Alert with Steering Assist (LDA w/SA)
• Automatic
High Beam (AHB)