TOYOTA Tacoma 2020 წელს გარკვეულ განახლებებს მიიღებს.
ავტომობილმა ძირითადი ცვლილება 2005 წელს მიიღო, როდესაც სატვირთო, ე.წ “pick-up” კატეგორიის წარმომადგენელი გახდა. მიუხედავად ცვლილებისა ავტომობილის გაყიდვები არ შემცირებულა და ამ კატეგორიის ავტომობილებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც მის გაყიდვებზეც აისახება და აქვს შანსი გახდეს ყველზე გაყიდვადი ავტომობილ მის უშუალო კონკურენტებს შორის.
2020 წლამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი და დეტალურად გვეცოდინება თუ რა ცვლილებები განიცადა ავტომობილმა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსტერიერში მინიმალური ცვლილებებია, რაც მოიცავს ფარების, ცხაურის განახლებებსა და ახალი საბურავების მრავალფეროვან არჩევანს.
რაც შეეხება ინტერიერს კი აქ მნიშვნელოვანი ცვლილებები დახვდებათ მომხმარებლებს. განახლებულ Tacoma-ს სალონში ყოველგვარი ზომების ცვლილების გარეშე სავარძლების გაუმჯობესებით ბევრად უფრო კომფორტული გახდა მაღალი ადამიანებისთვის მგზავრობა, რომლებსაც დიდი სივრცე სჭირდებათ და შორ მანძილზე განსაკუთრებულ დისკომფორტს განიცდიან. ცვლილებები შეეხო მულტიმედიასაც, 2020 წლის Tacoma-ზე უკვე 8 ან 7 ინჩიანი (მოდფიკაციის მიხედვით) თანამედროვე მულტიფუნქციური ეკრანი იქნება განთავსებული, აგრეთვე დაემატა Apple CarPlay, Android Auto და Amazon Alexa-ს კავშირი. ახალ საფეხურზე ავიდა პანორამული ხედვის მონიტორის სისტემა, რომელიც TRD Pro მოდელებში იქნება განთავსებული 2.5 დიუმიანი მონიტორით, რომელსაც წინა საბურავებთან დამონტაჟებულ კამერებთან ექნება კავშირი და მძღოლს მისცემს შესაძლებლობას განსაზღვროს საბურავების ადგილმდებარეობა, სწორად შეარჩიოს მისთვის სასურველი კუთხე და მარტივად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაძლიოს დაბრკოლება. ახალ TOYOTA Tacoma-ში აღნიშნული სისტემა (MTM) სახელწოდებით შეგხვდებათ.