დამუხტვადი RAV4 ჰიბრიდი

07 იან, 2020

წაიკითხეთ მეტი აქ:

გამოცდილება, რომელიც ჰიბრიდულ სისტემაზე მუშაობის 20 წლის განმავლობაში მივიღეთ თავს იყრის Toyota RAV4-ის განვითარების ახალ ეტაპზე.


დამუხტვადი RAV4 კვლავ 2.5ლიტრ მოცულობის ბენზინზე მომუშავე შიდა წვის ძრავით გამოვა, რომელთანაც იდეალურად იქნება შერწყმული თანამედროვე ჰიბრიდული სისტემა ლითიუმ-იონური ბატარეებით. ძრავების თანადროული მუშაობისას ავტომობილი 302 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და საშუალება ექნება 100კმ/სთ სიჩქარე 6.2 წამში განავითაროს, რაც აღნიშნული კლასის ავტომობილებს შორის საუკეთესო შედეგია. ამვდროულად აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ CO2 ნაკლები იქნება 30გ/კმ-ზე.

RAV4-ში მთავარი სიახლე მის ენერგო რესურსს უკავშირდება. დამუხტული ბატარეებით ავტომობილს 60კმ-ის დაფარვა შეეძლება საწვავის გამოყენების გარეშე.   

Plug-in hybrid RAV4-ის იგივე RAV4Prime-ის წარმოება  2020 წლის მეორე ნახევრით არის დაანონსებული



მეტი ტოიოტას შესახებ