5 მიზეზი

05 ნოე, 2020

წაიკითხეთ მეტი აქ:

დღევანდელ დღეს ძალიან რთულია სწორად შევარჩიოთ სასურველი ავტომობილი იმ მრავალფეროვნების გამო, რომელსაც სხვადასხვა კომპანიები გვთავაზობენ, თუმცა მათ შორის არის ისეთი მოდელებიც, რომელიც რეალურად შეესაბამება ჩვენს მოთხოვნილებებს და მნიშვნელოვანია მათ მივაგნოთ.

მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული საოჯახო საშუალო ზომის SUV იაპონურ ავტომწარმოებელ გიგანტს, toyota-ს ეკუთვნის და მისი სახელი ტოიოტა Highlander-ია.


Highlander პირველად საზოგადოების წინაშე 21-ე საუკუნის დასაწყისში წარსდგა და დღეს, 2020 წელს, უკვე მე-4 თაობის ავტომობილს გვთავაზობს.  არაერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა შევიძინოთ ახალი Highlander ოჯახისთვის, თუმცა დღეს ჩვენ 5 მათგანს დავასახელებთ.


1) მეგობრული, ოჯახებზე ადაპტირებული სალონი.

Highlander-ში საშუალო ზომის SUV-ისთვის შედარებით გაზრდილი სივრცეა, ამასთან მე-3 რიგის სავარძლები პატარებთან ერთად თინეიჯერი ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვისაც მოსახერხებელია, რაც მთელი ოჯახისთვის კომფორტულად მგზავრობის საწყისი ეტაპია.


2) სიჩუმე

ქარი, ძრავის ხმა, შემხვედრი ავტომობილების ხმაური... Highlander-ში ეს პრობლემას არ წარმოადგენს. აუწიეთ ფანჯრებს და ისიამოვნეთ მგზავრობით, დისკომფორტის გარეშე.


3) უსაფრთხოება

Highlander აღჭურვილია ერთ-ერთი საუკეთესო უსაფრთხოების სისტემა Toyota Safety Sense-ით, რომელიც აერთიანებს ისეთ სისტემებს, როგორიცაა: შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა, ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი, ავტომატური შორი ნათება და ა.შ


4) საწვავის ეკონომიური მოხმარება

საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ SUV კლასის ავტომობილები არაეკონომიური და ხარჯიანია, როგორც სერვისის ასევე საწვავის მოხმარების კუთხით. 

მიუხედავად გაბარიტებისა Highlander გამოირჩევა საწვავის მოხმარების ეფექტურობითა და მისი გამოძლეობა ტოიოტას სხვა ავტომობილების მსგავსად გამორჩეულია.


5) ხარისხი და კომფორტი

არ არის გასაკვირი, რომ Highlander-იც ისეთივე გამძლე და ხარისხიანი მოდელია, როგორც ტოიოტას სხვა ავტომობილები. რაც შეეხება კომფორტს - ავტომობილში თქვენ დაგხვდებათ თანამედრვე მულტიმედია გამორჩეული ფუნქციონალით, კომფორტული სავარძლები და პრემიუმ ხარისხის ქსოვილით დამუშავებული ინტერიერი, რომელიც ნებისმიერ მანძილზე კომფორტულად მგზავრობის წინაპირობა იქნება.

მეტი ტოიოტას შესახებ