2020 წლის Highlander-ის პრემიერა

06 აგვ, 2019

წაიკითხეთ მეტი აქ:

    ტოიოტამ 2019 წელს  ნიუ-იორკის საერთაშორისო ავტო შოუზე უკვე წარადგინა შემდეგი თაობის  3 რიგიანი Highlander,  რომლის  შეძენაც 2019  წლის დეკემბრიდან  იქნება შესაძლებელი, მაგრამ  ჰიბრიდული ვერსია   მხოლოდ 2020 წლის თებერვალში იქნება ხელმისაწვდომი.

22 წლის წინ როდესაც  Highlander  გამოჩნდა ის  RAV4-ის მსგავსად კომპაქტური  კროსოვერის  სეგმენტში გადიოდა თუმცა 2001 წლიდან იწყება  მისი ახალი ისტორია და საშუალო ზომის საოჯახო  ავტომობილად ჩამოყალიბება.  ამ პერიოდის განმავლობაში ავტომობილმა უამრავი ცვლილება განიცადა და გახდა ბევრად  კომფორტული, ტევადი  და საოჯახო ავტომობილი, რომელიც 2016 წლიდან მოწინავეა გაყიდვებში.

მე-4 თაობის ახალმა Highlander შეიძლება ითქვას რომ ახალი სტანდარტი შემოიტანა   უსაფრთხოებაზე, კომფორტზე და ხარისხზე.   ის აძლიერებს და ანვითარებს თითოეულ დეტალს და   ვიღებთ   განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე  საოჯახო ავტომობილს დახვეწილი დიზაინით.

2020 წლის  Highlander აღჭურვილია TOYOTA New Global Architecture (TNGA-K) პლატფორმით,  ეს არის  ბრენდის ახალი სისტემა, რომელიც  უფრო მეტ შესაძლებლობებს გთავაზობთ.   მე-4 თაობის Highlander აღჭურვილი იქნება   მძლავრი V6 ძრავითა და ჰიბრიდული  სისტემით, ავტომობილში ასევე დაგხვდებათ ტოიოტას უსაფრთხოების   სისტემა TSS2.0, რაც გულისხმობს:

1)  წინასწარი შეჯახების სპეციალურ სისტემას (PCSw/PD)
2) მაქსიმალური სისწრაფის დინამიური კრუიზ კონტროლს (DRCC)
3) საგზაო ზოლების   ასისტენტს (LDA  w/SA)
4) ავტომატური   მაღალი მაშუქი (AHB)
5) საგზაო  ზოლების მოხვევის ასისტენტი (LTA)
6) საგზაო ნიშნების ასისტენტი (RSA)

ამავდროულად  ავტომობილში თქვენ დაგხვდებათ თანამედროვე მულტრიმედიური 12.3 ინჩიანი მონიტორი, ასევე  JBL-ის პრემიუმ  ხარისხის ხმის სისტემა 1200 ვატით რათა  თითოეული მუსიკის მოსმენა სასიამოვნო იყოს.

ახალი „ჰაილანდერი“ წარმოდგენილი იქნება რამდენიმე მოდიფიკაციით (L, LE , XLE  ასევე Limited  და Platinium), რომლებსაც საკუთარი  ნიშა უჭირავს  და  ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც  ვიზუალურად ასევე  ფერებითა და   ტექნიკური მახასიათებლებით. ის ასევე უფრო  6 სანტიმეტრით უფრო დიდ სივრცეებს გვთავაზობს, რაც მეტ თავისუფლებას და   ადგილს ნიშნავს.
TNGA-K პლატფორმა   ტოიოტას  თანამედროვე სისტემაა, რომელიც ერგება მძღოლის მართვის სტილს რაც საშუალებას გვაძლევს უფრო   კომფორტული გავხადოთ გადაადგილება .

 უფრო მეტად ჰიბრიდული
20 წელზე მეტია რაც ტოიოტამ   ჰიბრიდული სიტემა შეიმუშავა,  ხოლო 2006 წელს პირველად გამოიყენა   ქროსოვერ  ავტომობილებში აღნიშნული სისტემა (2006 წლის Highlander)  და დღეს უკვე  ბევრად  უფრო ეკონომიურ  ავტომობილს გვთავაზობს, რომელსაც აქვს იდეალური ბალანსი და  საწვავის მოხმარების ეფექტურობა. ჰიბრიდული Highlander წინა წლის მოდელთან შედარებით  17%-ით  მეტ ეკონომიას გთავაზობთ. ასევე  ელემენტების მოცულობა საკმაოდ მცირეა,  იდეალურად არის მოთავსებული უკანა სავარძლების  ქვემოთ და  არ საჭიროებს დამატებით სივრცეს.


 ყოველდღიური პერფორმანსი

 ახალი Highlander გაძლევთ საშუალებას  აირჩიოთ თქვენთვის სასურველი მართვის   სტილი NORAML, ECO, SPORT და EV   ვარიანტიდან, რაც დამატებითი კომფორტია  ავტომობილით გადაადგილებისას. საყურადღებოა, რომ EV mode განკუთვნილია მხოლოდ  მოკლე  მანძილზე დაბალი სიჩქარით გადაადგილებისთვის. სპორტულ რეჯიმში კი ელექტრო ენერგია ეხმარება ავტომობილს უკეთეს აჩქარებაში.   ავტომობილს ასევე აქვს შესაძლებლობა გაუწიოს დახმარება   უფრო მეტად ეკონომიურ მართვაში.


უფრო მეტად  ჭკვიანი  AWD  მართვა.


2020 წლის Highlander​ აქვს შესაძლებლობა   გამომუშავებული  ბრუნვის მომენტის ( თორქი) 50%  გადაანაწილოს უკანა თვლებზე საჭიროებისამებრ, რათა უკეთესად მოხდეს    გარკვეული წინაღობის დაძლევა ( L,LE და XLE მოდელებზე) .

განსხვავებული რელიეფის   სისტემის არჩევის დროს მძღოლს აქვს საშუალება   გზის საფარის შესაბამისად აირჩიოს მართვის სტილი  , გარდა ამისა ავტომობილი აღჭურვილია დამატებითი უსაფრთხოების სისტემებით :
აღმართზე სტარტის  კონტროლის  ასისტენტი (HAC)

მისაბმელის კონტროლის ასისტენტი (TSC)

დაღმართზე დაშვების ასისტენტი  (DAC)

კომფორტის ახალი საფეხური

ტოიოტას დიზაინერებმა იმუშავეს იმაზე რომ  თითოეული  მოდიფიკაციის ავტომობილის ხარისხი და ვიზუალი დაწყებული სტანდარტული მოდელიდან Platinium-მდე ტოვებდეს  პრემიუმ ხარისხის  შეგრძნებას. ავტომობილი აღჭურვილია   უსადენო დამტენებით,  USB პორტებითა და   სხვა  კომფორტისთვის საჭირო ელემენტებით. ავტომობილი ასევე მაქსიმალურად უზრუნველყოფს გარედან შემომავალი ხმის ჩახშობას რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის  ავტომობილში ყოფნას და გადაადგილებას.

იხილეთ დეტალური მონაცემები  რასაც  ტოიოტა გთავაზობთ Highlander მოდიფიკაციების მიხედვით:

  • Toyota Safety Sense 2.0
  • 18-in. alloy wheels
  • 3-zone automatic climate control
  • 4.2-in. Multi-information Display (MID) in instrument panel
  • 8-way power driver's seat
  • Auto up/down for all power windows
  • Multimedia with 8-inch touchscreen display
  • Front seat reading lights and cargo area light
  • LED headlamps and taillamps
  • Privacy glass on rear side, quarter and liftgate windows
  • Smart Key entry on front doors and back door
LE adds over L
  • Power liftgate
  • Blind Spot Monitor
  • Additional multimedia capability
  • LED fog lamps
  • Leather-trimmed steering wheel and shift knob
XLE adds over LE
  • 10-way power driver's seat
  • 2nd-row sun shades
  • 4-way power front passenger seat
  • 7-in. Multi-information display
  • Auto dimming rear-view mirror with garage door opener
  • Auto LED headlamps with Auto High Beam
  • Plated interior door handle
  • Heated front seats
  • LED fog lamps
  • Machined-face alloy wheels
  • Captain's Chairs second row (standard)
  • Power tilt and slide moon roof
  • Roof rails
  • SofTex®-trimmed seats and door trim
Limited adds over XLE
  • 120V 2nd-row power outlet
  • 20-in. Limited style alloy wheels
  • Ambient interior lighting
  • Cargo area cover
  • Driver's seat memory
  • Hand's-free power liftgate
  • Heated and ventilated front seats
  • "Highlander" puddle lamp
  • Perforated leather trimmed seats in Beige, Gray or Black
  • Metal door scuff plates
  • Projector beam headlamp with chrome bezels and separate, stylized DRLs
  • Wood interior trim
  • JBL® Audio System as standard
  • Embedded navigation system
Platinum adds over Limited
  • 12.3-in. Multimedia head unit
  • 20-in Platinum style wheels
  • Adaptive, self-leveling headlamps
  • Additional leather seating color choice: Glazed Caramel
  • Digital display rear view mirror
  • Embossed, perforated leather trimmed seats
  • Head-up display
  • Heated 2nd-row seats
  • Illuminated door scuff plates
  • Panoramic moonroof
  • Rain-sensing windshield wipers
  • Birds eye camera


მეტი ტოიოტას შესახებ