2020 წლის ტოიოტა GR Yaris

16 მარ, 2020

წაიკითხეთ მეტი აქ:

ოფიციალურად დადასტურდა და  ტოკიოს ავტო სალონში  წარსდგა ახალი  ტოიოტა GR Yaris. ავტომობილი უნიკალური  მართვის სტილით და  მძლავრ, 257 ცხენისძალიანი  1.6ლიტრ მოცულობის  3 ცილინდრიანი ტურბო ძრავით გამოირაჩევა. ექვს სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითა და  ყველა წამყვანი თვალის წყალობით, რომელზეც  Toyota Gazoo Racing-მა იმუშავა,  შეიქმნა რალის ნამდვილი გულისა და სულის ავტომობილი.
GR Yaris-ის ახალი ძრავი ოპტიმიზირებულია სპორტული ავტომობილის ძრავის მსგავსად, რათა მივიღოთ ძრავის შესაძლებლობების მაქსიმუმი.  გაუმჯობესებული ტექნიკური მონაცემები და მსუბუქი წონა კი ავტომობილს ეხმარება 0-100კმ/სთ-მდე   5.5 წამზე ნაკლებ დროში აჩქარდეს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 230კმ/სთ-ს შეადგენს/

მეტი ტოიოტას შესახებ