JAXA და Toyota კოლაბორაცია

07 აგვ, 2019

წაიკითხეთ მეტი აქ:

   Japan aerospace Exploration Agency -მ (JAXA) და Toyota motor corporation-მა 3 წლიან თანამშრომლობაზე  მოაწერეს ხელი, რომელიც 2019  წლიდან 2021 წლამდე იქნება აქტიური.

2019 წლის 12 მარტს კომპანიებმა გააჟღერა შეთანხმება ერთობლივ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც ახალი მთვარეზე მავალის შექმნას ისახავს მიზნად. მთვარეზე მავალი საწვავის სახით გამოიყენებს ელექტრო ავტომობილების ტექნოლოგიას.

ერთობლივი კვლევის განმავლობაში კომპანიები შეიმუშავებენ პროტოტიპებს და ჩაატარებენ შესაფერის გამოცდას, მათი მიზანი კი მთვარის ზედაპირის  დეტალური შესწავლაა.

ერთობლივი კვლევის დეტალები მოიცავს :

2019 - ტექნოლოგიური ელემენტების იდენტიფიცირებას, რომლებიც საჭიროა მთვარის ზედაპირზე გადასაადგილებლად.
2020-  სატესტო  ნაწილების წარმოებას  ტექნოლოგიური ელემენტებისთვის და მთვარეზე მავალის პროტოტიპის შექმნას.
2021 -  თითოეული წარმოებული დეტალისა და პროტოტიპის ტესტირება


ცნობა 1
JAXA გეგმავს შეიძინოს  მამოძრავებელ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მონაცემები, რათა ეს ცოდნა გამოიყენოს იდეალურ მთვარეზე მავალის შესაქმნელად.   მთვარეზე მავალი  გამოყენებული იქნება მთვარის პოლარული რეგიონების აღმოსაჩენად და შესასწავლად, რაც მიზნად ისახავს   თუნდაც გაყინული წყლის აღმოჩენას.


ცნობა 2
2019 წლის პირველ ივლისს ტოიოტამ დაარსა  Lunar exploration mobility works,  და გეგმავს რომ წლის ბოლომდე აღნიშნული  მიმართულებით  კიდევ 30  თანამშრომელი  აიყვანოს.


ცნობა 3
Tentative plan-ის  „ლუნარ როვერ“-ის ამოქმედების გეგმა 2029 წელს.

2022 წლიდან  1:1 მასშტაბის მქონე პროტოტიპების გამოცდა და სამართავი სისტემების  მოწესრიგება მთვარის პოლარული რეგიონებისთვის.

2024 წლიდან „როვერის“ დიზაინის და წარმოების  შესწავლა და  საფრენ მოდელზე დიზაინზე მუშაობა

მეტი ტოიოტას შესახებ