APM - სპეციალური ტრანსპორტი შშმ პირთათვის

06 აგვ, 2019

წაიკითხეთ მეტი აქ:

2019 წლის 18 ივლის „ტოიოტა“-მ დააანონსა რომ 2020 წლის ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებისთვის წარადგენს ახალ პროდუქტს, რომელიც  სპეციალურად სპეციალური საჭიროების მქონე მგზავრების გადასაყვანად (APM)იქნება შექმნილი.
 ტოიოტა ამ გამოწვევას მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდება და მიზნად ისახავს შესთავაზოს ნებისმიერ ადამიანს გადაადგილების  მაქსიმალური თავისუფლება. გარდა იმისა რომ APM სრულფასოვნად მოემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აგრეთვე  მისი გამოყენება შეეძლებათ  მოხუცებს, ორსულ ქალბატონებს, ბავშვებს.

 ტოიოტა ოლიმპიური თამაშებისთვის გეგმავს 200 ერთეული APM-ს გამოყენებას,რომელიც სრულად მოიცავს ოლიმპიური სოფლის ტერიტორიას.


APM განკუთვნილია ნელა მოძრაობისა და მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვის.  ავტომობილი განკუთვნილია მძღოლსა და კიდევ 5 მგზავრის გადასაყვანად, თუმცა შესაძლებელია სკამების ავტომატურად დაკეცვა და დამატებითი სივრცის შექმნა, თუნდაც ეტლით მოსარგებლეთათვის.

გასათვალისწინებელია, რომ APM-ში მძღოლის სავარძელი  უსაფრთხოების ზომიდან გამომდინარე  შემაღლებულ ადგილზეა განთავსებული რათა მძღოლმა შეძლოს თითოეული მგზავრის აღქმა და  საჭიროების შემთხვევაში მათი  სრულფასოვანი დახმარება , იქნება ეს  ავტომობილიდან  ჩასვლა, ამოსვლა თუ სხვა რამ. APM-ში ასევე შეხვდებით უსაფრთხოების რელსებსა თუ ღვედებს , რათა მოხდეს მგზავრების უსაფრთხოების კონტროლი მაქსიმალურად. 

მეტი ტოიოტას შესახებ

დამუხტვადი RAV4 ჰიბრიდი Plug-in Hybrid RAV4-ს ექნება შესაძლებელობა 60კმ-მდე მანძილი და...
2020 ტოიოტა C-HR : ახალი დეტალები იხილეთ თუ რა მნიშვნელოვანი განახლება მიიღო C-HR-მა...
ახალი ტოიოტა Hilux-ის განხილვა 18 მილიონი წარმოუდგენელი მაგალითი 1968 წლიდან...
შეთავაზება TBC სტატუსის მომხმარებლებისთვის თიბისი სტატუსის მომხმარებლებს გაქვთ განსაკუთრებული შესაძლებლობა შ...
ტოიოტას ელექტრო ავტომობილები ტოიოტა დამატებითი ელექტრო ბატარეების წარმოებას იწყებს...
2020 ტოიოტა ტაკომა 2020 წლის განახლებული Toyota Tacoma...
Toyota BEVs - პოპულარიზაციისთვის ბევრი შრომა და ტექნოლოგიური განვითარება...
JAXA და Toyota კოლაბორაცია JAXA-ს და Toyota-ს კოლაბორაცია, მიზანი მთავარზე მავალის შექმნაა....