2019 წლის 18 ივლის „ტოიოტა“-მ დააანონსა რომ 2020 წლის ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებისთვის წარადგენს ახალ პროდუქტს, რომელიც სპეციალურად სპეციალური საჭიროების მქონე მგზავრების გადასაყვანად (APM)იქნება შექმნილი.
ტოიოტა ამ გამოწვევას მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით ეკიდება და მიზნად ისახავს შესთავაზოს ნებისმიერ ადამიანს გადაადგილების მაქსიმალური თავისუფლება. გარდა იმისა რომ APM სრულფასოვნად მოემსახურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აგრეთვე მისი გამოყენება შეეძლებათ მოხუცებს, ორსულ ქალბატონებს, ბავშვებს.
ტოიოტა ოლიმპიური თამაშებისთვის გეგმავს 200 ერთეული APM-ს გამოყენებას,რომელიც სრულად მოიცავს ოლიმპიური სოფლის ტერიტორიას.
APM განკუთვნილია ნელა მოძრაობისა და მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვის. ავტომობილი განკუთვნილია მძღოლსა და კიდევ 5 მგზავრის გადასაყვანად, თუმცა შესაძლებელია სკამების ავტომატურად დაკეცვა და დამატებითი სივრცის შექმნა, თუნდაც ეტლით მოსარგებლეთათვის.
გასათვალისწინებელია, რომ APM-ში მძღოლის სავარძელი უსაფრთხოების ზომიდან გამომდინარე შემაღლებულ ადგილზეა განთავსებული რათა მძღოლმა შეძლოს თითოეული მგზავრის აღქმა და საჭიროების შემთხვევაში მათი სრულფასოვანი დახმარება , იქნება ეს ავტომობილიდან ჩასვლა, ამოსვლა თუ სხვა რამ. APM-ში ასევე შეხვდებით უსაფრთხოების რელსებსა თუ ღვედებს , რათა მოხდეს მგზავრების უსაფრთხოების კონტროლი მაქსიმალურად.