TOYOTA Tacoma 2020 წელს გარკვეულ განახლებებს მიიღებს.
ავტომობილმა ძირითადი ცვლილება 2005 წელს მიიღო, როდესაც სატვირთო, ე.წ “pick-up” კატეგორიის წარმომადგენელი გახდა. მიუხედავად ცვლილებისა ავტომობილის გაყიდვები არ შემცირებულა და ამ კატეგორიის ავტომობილებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც მის გაყიდვებზეც აისახება და აქვს შანსი გახდეს ყველზე გაყიდვადი ავტომობილ მის უშუალო კონკურენტებს შორის.
2020 წლამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი და დეტალურად გვეცოდინება თუ რა ცვლილებები განიცადა ავტომობილმა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსტერიერში მინიმალური ცვლილებებია, რაც მოიცავს ფარების, ცხაურის განახლებებსა და ახალი საბურავების მრავალფეროვან არჩევანს.
რაც შეეხება ინტერიერს კი აქ მნიშვნელოვანი ცვლილებები დახვდებათ მომხმარებლებს. განახლებულ Tacoma-ს სალონში ყოველგვარი ზომების ცვლილების გარეშე სავარძლების გაუმჯობესებით ბევრად უფრო კომფორტული გახდა მაღალი ადამიანებისთვის მგზავრობა, რომლებსაც დიდი სივრცე სჭირდებათ და შორ მანძილზე განსაკუთრებულ დისკომფორტს განიცდიან. ცვლილებები შეეხო მულტიმედიასაც, 2020 წლის Tacoma-ზე უკვე 8 ან 7 ინჩიანი (მოდფიკაციის მიხედვით) თანამედროვე მულტიფუნქციური ეკრანი იქნება განთავსებული, აგრეთვე დაემატა Apple CarPlay, Android Auto და Amazon Alexa-ს კავშირი. ახალ საფეხურზე ავიდა პანორამული ხედვის მონიტორის სისტემა, რომელიც TRD Pro მოდელებში იქნება განთავსებული 2.5 დიუმიანი მონიტორით, რომელსაც წინა საბურავებთან დამონტაჟებულ კამერებთან ექნება კავშირი და მძღოლს მისცემს შესაძლებლობას განსაზღვროს საბურავების ადგილმდებარეობა, სწორად შეარჩიოს მისთვის სასურველი კუთხე და მარტივად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაძლიოს დაბრკოლება. ახალ TOYOTA Tacoma-ში აღნიშნული სისტემა (MTM) სახელწოდებით შეგხვდებათ.
MTM - Tacoma-ს წარმატების ერთ-ერთი გასაღებია. აღსანიშნავია რომ ჩატარდა ავტომობილის გამოცდა „Hell’s Revange trail”-ზე სადაც შემოწმდა ავტომობილის თითოეული დეტალი სისტემური თუ ვიზუალური ნიუანსებით. ტესტირება მოიცავს ისეთი ფუნქციების შემოწმებას როგორიცაა დაბალი დიაპაზონის 4WD სისტემა, უკანა დიფერენციალის ჩაკეტვის და რელიეფური მართვის შემოწმებას. ასევე გამოიცადა TOYOTA Crawl control, რომელიც გამოუცდელ მძღოლებს დაეხმარება დაბრკოლების დაძლევაში. ავტომობილი შეიმუშავებს მისთვის საჭირო ბრუნს, სიმძლავრეს და მძღოლის დანიშნულება მხოლოდ საჭით მიმართულების განსაზღვრა იქნება. ახალი Tacoma-ს გამოცდა თოვლიან საფარზეც წარმატებული და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
ავტომობილი რამდენიმე მოდიფიკაციით იქნება წარდგენილი, რომელიც მოგცემთ საშუალებას თქვენი საჭიროების მიხედვით შეარჩიოთ სასურველი მოდიფიკაცია. ის აღჭურვილია 2.4ლ. მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავით (159 ცხ.ძ) და 3.5ლ მოცულობის V6 ძრავით, რომელიც 278ცხ.ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილის საბაზრო ღირებულება 26050$-დან იწყება.ბევრი ნიუანსია, რაც ავტომობილის ყიდვის დროს უნდა გაითვალისწინოთ, თუმცა ტოიოტას ლოგო უკვე მტკიცე არგუმენტია თუ რატო უნდა აირჩიო ეს ბრენდი. ბრენდი, რომელიც მიგანიშნებს საიმედოობაზე, გამძლეობაზე და უზარმაზარ შესაძლებლობებზე.
თქვენ შეგიძლიათ უამრავ ძველ Tacoma-ს, ლენდ კრუიზერს შეხვდეთ მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ჯერ კიდევ გამოიყენება რთულ რელიეფის გადასალახად და უამრავ ისტორიას და თავგადასავალს ინახავს.