TOYOTA CASCO

06 თებ, 2020


ტოიოტა კასკოს ფარგლებში თქვენ მიიღებთ საჩუქრად:


  • მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევას
    (აღნიშნული პაკეტი საშუალებას მოგცემთ ავტომანქანის მართვისას თავიდან აიცილოთ მესამე პირთათვის მიყენებული ზიანის ხარჯები.პოლისით ანაზღაურდება):
  • მესამე პირის ჯანმრთელობისადმი მიყენებული ზიანით გამოწვეული ხარჯები
  • მესამე პირის ქონების დაზიანებით გამოწვეული ხარჯები
  • მძღოლისა და მგზავრების დაზღვევას
    (აღნიშნული პაკეტით ანაზღაურდება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ხარჯები)

    გთავაზობთ: 

  • თქვენს საჭიროებებზე მორგებულ პოლისს
  • ინდივიდუალურად გამოთვლილ პრემიას
  • უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავ რაოდენობას
  • ავტო-ასისტანსის 24-საათიან უფასო მომსახურებას (Special და Premium პაკეტების შემთხვევაში), რაც გულისხმობს:
    - საბურავის შეცვლას
    - ბატარეის დამუხტვას
    - საწვავის მიწოდებას ადგილზე
    - ავტომობილის გადაყვანას ევაკუატორით

ფრანშიზის გარეშე დაზღვევას (Special და Premium პაკეტების შემთხვევაში)



ტოიოტა კასკოს მოქნილი სქემა საშუალებას მოგცემთ შეარჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური პაკეტი: