ტოიოტა Hilux ერთ-ერთი საიმედო ავტომობილია, რომელიც შეგიძლია სხვადასხვა სირთულის საფარზე, რელიეფზე და მეტეოროლოგიურ პირობებში გამოიყენოთ და ენდოთ. სწორედ ამიტომ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის მთიან რეგიონში Hilux-ზე აკეთებენ არჩევანს მაცხოვრებლებიც და ასევე სამაშველო და სამედიცინო დაწესებულებებიც.
The Trossachs - შოტლანდიის ეროვნული პარკია, რომლის სიდიდეც 165კმ-ს შეადგენს. პარკი მრავალფეროვანი ლანდშაფტით გამოირჩევა, არის უამრავი გაუვალი და სახიფათო მონაკვეთი, რომლის დაძლევაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელია და ფეხით მოსიარულეებისათვისაც კი საფრთხეს წარმოადგენს. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო კი ყოველდღიურად არაერთი ადამიანის სიცოცხლე ვარდება საფრთხეში, მათ გადასარჩენად კი სწრაფი რეაგირებაა საჭირო. ასეთ ექსტრემალურ პირობებში კი სამაშველო რაზმებს სპეციალური აღჭურვილობა და საიმედო ტრანსპორტი სჭირდებათ, სწორედ ამიტომ ისინი ირჩევენ Toyota Hilux-ს. ერთ-ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ Hilux-ისთვის არ არსებობს კარგი და ცუდი ამინდი, ისინი ყოველთვის მზად არიან საკუთარი საქმის შესასრულებლად დღე იქნება ეს თუ ღამე.
გასული წლებიდან დღემდე Hilux-ის საშუალებით რეინჯერებმა ასობით ადამიანს და ცხოველს გაუწიეს დახმარება, ხოლო 23 ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე.