ტოიოტა GT 86-ის სიმულატორი

28 თებ, 2020

სასიამოვნო სიურპრიზი ტოიოტასგან საავტომობილო რბოლის მოყვარულთათვის

 

ტოიოტას ავტომობილები უკვე მრავალი წლის განმავლობაში განსაკუთრებული სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს ჩვენს რეგიონში. უდავო ხარისხი და სანდოობა ისეთი ცნობილი მოდელებისა, როგორიცაა:ლენდ კრუიზერ 200, პრადო, რავ4, კოროლა, პრიუსი - საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებულია ქართველი მომხმარებლების მიერ. თუმცა ავტომობილების ნამდვილი მოყვარულთათვის კარგადაა ცნობილი იაპონური ავტოგიგანტის საქმიანობის არა მხოლოდ ეს ასპექტი, ტოიოტა ხომ იმავდროულად საავტომობილო რბოლების  ერთერთი ყველაზე აქტიური პრომოუტერია (ხელშემწყობია). ტოიოტას სპორტული ავტომობილები უკვე 60 წლიან ისტორიას ითვლიან. დღესდღეობით კომპანიაში არსებობს ცალკე მიმართულება «Toyota Gazoo Racing», რომლის ფარგლებშიც ხდება სარბოლო ავტომობილების ტექნოლოგიური სრულყოფა. აგრეთვე მიმდინარეობს მრბოლელთა შერჩევა და იმ გუნდების დაკომპლექტება , რომლებიც შემდეგ ტოიოტას სახელით მონაწილეობენ მსოფლიო მასშტაბით გამართულ სხვადასხვა შეჯიბრებებში.

 

 «Toyota Gazoo Racing» საუკეთესოდ გამოხატავს არა მარტო კომპანიის გამარჯვების ჟინს,  არამედ მის მუდმივ სწრაფვას გაუმჯობესებისკენ. ტოიოტა, რომლის მთავარი ფილოსოფიაც არის „მუდმივი გაუმჯობესება და საუკეთესო ავტომობილების წარმოება“ უკვე 60 წელზე მეტია ისახავს ახალ-ახალ მიზნებს და ხსნის ახალ რეკორდებს.

ენთუზიაზმით აღსავსე პროფესიონალთა გუნდმა, ავტომობილების ტესტირებისას ხუთივე კონტინენტი მოიარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ  „გზები ქმნიან ადამიანებს, ხოლო ეს ადამიანები კი ქმნიან საუკეთესო ავტომობილებს!“

 

ამბობენ, რომ ავტომობილის სულისა და ხასიათის აღსაქმელად ერთხელ მაინც უნდა შეიგრძნო ნამდვილი რბოლის მღელვარება. სამწუხაროდ ყველას არ აქვს ასეთი ემოციის განცდის შესაძლებლობა, მგზავრის სტატუსითაც კი.

 

თუმცა ტოიოტამ ამაზეც იზრუნა. 2012 წელს პარიზის ავტოსალონზე «Paris Motor Show» კომპანიამ პირველად წარადგინა სარბოლო ავტომობილ «Toyota GT86»-ის  სიმულატორი, რომელმაც დამთვალიერებელთა მხრიდან უდიდესი დაინტერესება გამოიწვია. მას ატარებდნენ ისეთი გამოჩენილი მრბოლელები, როგორიცაა ენტონი დევიდსონი და სებასტიან ბუემი.

 

მიუხედავად იმისა რომ «GT86»-ის სიმულატორი, პრაქტიკულად „ერთი ადამიანის თამაშს“ წარმოადგენს, კიდევ ერთი ადამიანი შესაძლოა იმყოფებოდეს ავტომობილში მგზავრის ადგილზე. მოდელის საქარე მინა მთლიანად დაფარულია ეკრანით და მძღოლი მიყვება ამ ეკრანზე გამოსახულ გზას. საუკეთესო გრაფიკა, მანქანის მოძრაობის სიმულაცია და დაბურული გვერდითი მინები ქმნის განუმეორებელ ეფექტს და სრულად გაგრძნობინებს ავტორბოლის ამაღელვებელ ატმოსფეროს.