ოფიციალურად დადასტურდა და ტოკიოს ავტო სალონში წარსდგა ახალი
ტოიოტა GR
Yaris. ავტომობილი უნიკალური მართვის სტილით და მძლავრ, 257 ცხენისძალიანი 1.6ლიტრ მოცულობის 3 ცილინდრიანი ტურბო ძრავით გამოირაჩევა. ექვს სიჩქარიანი მექანიკური
გადაცემათა კოლოფითა და ყველა წამყვანი თვალის წყალობით, რომელზეც Toyota Gazoo Racing-მა იმუშავა, შეიქმნა რალის ნამდვილი
გულისა და სულის ავტომობილი.
GR Yaris-ის ახალი ძრავი ოპტიმიზირებულია სპორტული ავტომობილის
ძრავის მსგავსად, რათა მივიღოთ ძრავის შესაძლებლობების მაქსიმუმი. გაუმჯობესებული ტექნიკური მონაცემები და
მსუბუქი წონა კი ავტომობილს ეხმარება 0-100კმ/სთ-მდე 5.5 წამზე ნაკლებ დროში აჩქარდეს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 230კმ/სთ-ს შეადგენს/