ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით "ტოიოტა ცენტრი თბილისი" მომხმარებელს უსაფრთხო სერვისს სთავაზობს. იმისათვის, რომ კომპანიამ მაქსიმალურად უზრუნველყოს ვირუსის გავრცელების პრევენცია, მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა, ცვლილებები შეაქვს, როგორც სამუშაო გრაფიკში ასევე მომსახურების სფეროში.
იზღუდება უშუალო კომუნიკაცია მომხმარებელსა და პერსონალს შორის, მომხმარებლებს სიტუაციის დასტაბილურებამდე ასევე ეზღუდებათ ბოქსებში ვიზიტი. "ტოიოტა ცენტრი თბილისი" ყოელდღიურად უზრუნველყოფს სადეზინფექციო სამუშაოებს როგორც ბოქსებში ასევე კონსულტაციისთვის განკუთვნილ სივრცეში.
სერვის ცენტრის სამუშაო დროებია: ორშაბათი - პარასკევი 10:00დან - 16:00სთ-მდე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, სერვისის მისაღებად საჭიროა წინასწარ ჩაწერა. დაგვიკავშირდით :+995 (032) 2522022