მომავალი

07 აპრ, 2020

2019 წლის ბოლოს ტოკიოს ავტოშოუზე მისული თითოეული ვიზიტორის გაოცება შეძლო ტოიოტამ. 

ტოიოტას შოურუმი მოწყობილი იყო როგორც მომავლის ტექნოლოგიური მაღაზია, რომელშიც უამრავი საინტერესო და დღევანდელი რეალობისთვის უცხო პროდუქტი იყო წარმოდგენილი.

​ჩვენს დღევანდელ ბლოგში კი სწორედ ამ ინოვაციურ ტექნოლოგიებს გაგაცნობთ:
Toyota Micro Palette

მცირე ზომის კურიერი რობოტი, რომელსაც მცირე ზომის ნივთების გადატანა შეუძლია. 

"e-Palette"

ავტონომიური ავტომობილი, რომელიც შექმნილია სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის და არა მარტო მათთვის.  "e-Palette"-ის მეშვებით თქვენ შეგიძლიათ მაქსიმალურად განიტვირთოთ ავტომობილში და დატკბეთ გარემოს  თვალიერებით ან დაკავდეთ  თქვენთვის საინტერესო საქმიანობით.

"TOYOTA e-RACER"

მომავლის სიმულატორი, რომლის მეშვეობით ნამდვილ მრბოლელად იგრძნობთ თავს. 

"TOYOTA e-RACER" დაგეხმარება გააცოცხლოთ უამრავი რეალური რბოლა და მიიღოთ მონაწილეობა მასში.   სიმულატორი მოგცემთ საშუალებას იგრძნოთ ყველა ის დეტალი, რომელსაც პილოტი რბოლის დროს შეიგრძნობს, იქნება ეს ემოცია თუ ფიზიკური მგრძნობელობა.