ტოიოტა სუპრა

20 აპრ, 2020

ლეგენდარული ხაზი "სუპრა" ტოიოტაში 1978 წელს დაიბადა. 
ავტომობილი სპორტული grand tourer კატეგორიას მიეკუთვნებოდა და 2002 წლამდე  პოპულარობას არ კარგავდა და აქტიურად იწარმოებოდა. 
პირველი თაობა: (A40/A50)
პირველი თაობის Supra Celica-ს ბაზაზე აიწყო, მსგავსი ექსტერიერის მიუხედავად ავტომობილები განსხვავდებოდნენ შესაძლებლობით და პარამეტრებით. პირველი "სუპრა" მოიაზრებოდა იმ დროისთვის ცნობილი Datsun Z -სერიის კონკურენტად.

მეორე თაობა: (A60)
1981 წლის მეორე ნახევრიდან და გაგრძელებული 1982-ით ტოიოტამ მეორე თაობის სუპრა წარადგინა. მეორე თაობაც პირველის მსგავასად იდენტურ ბაზაზე იყო წარმოებული და ვიზუალური მსგავსებაც თვალნათელი იყო, თუმცა ტექნიკური მახასიათებელი ამ შემთხვევაშიც განსხვავდებოდა.
ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის ტოიოტა აწარმოებდა სუპრა-ს ორ ვარიანტს "L-Type და P-Type-ს.

​მესამე თაობა: (A70)
1986 წლის თებერვალში ტოიოტამ მესამე თაობის სუპრა წარადგინა,რომელიც უკვე რადიკალურად განსხვავდებოდა ტოიოტა სელიკისგან (სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებოდა ავტომობილები) ტოიოტა სელიკა წინა ამძრავ ავტომობილად ჩამოყალიბდა ხოლო სუპრა კვლავ უკანა წამყვანი იყო.
​ამავე 

მეოთხე თაობა: (A80)
ლეგენდარული სერია, რომელიც დღესაც  ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სპორტულ ავტომობილს წარმოადგენს და აქტიურად გამოიყენება ავტო სპორტში. ავტომობილის პოპულარობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს კი მისი არანაკლებ ლეგენდარული 3.0 მოცულობის 2JZ - GTE  ძრავაა.

​მეხუთე თაობა : (J29/DB)
ლეგენდის დაბრუნება. 2002 წლიდან "სუპრა"-ს წარმოება დროებით შეჩერდა, თუმცა 2019 წელს BMW-სთან კოლაბორაციის შედეგად მეხუთე თაობის ტოიოტა სუპრა  2019 წლის მაისში გაყიდვაში ჩაეშვა.