23 აპრილს ტოიოტამ ახალი კომპაქტური SUV Yaris Cross წარადგინა. როგორც კომპანიაში აცხადებენ ავტომობილის პრეზენტაცია ჯერ კიდევ ჟენევის ავტო შოუზე უნდა გაემართათ, თუმცა მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამო ღონისძიება ჩაიშალა. ავტომობილი იაპონიის ავტობაზარზე 2020 წლის შემოდგომაზე ჩაეშვება, ხოლო ევროპაში 2021 წელს.
Yaris Cross-ის უკან დგას მიზანი, რომელიც მიმართულია გვაჩვენოს რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს კომპაქტურ SUV-ის და გაგვიზიაროს მართვის ის გამოცდილება და ემოცია, რაც Yaris-ს ახასიათებს.
ჰიბრიდული სისტემისა და კომპაქტური ავტომობილებისთვის შემუშავებული TNGA პლატფორმა (GA-B) Yaris Cross-ს ეკოლოგიურ და შთამბეჭდავ ავტომობილად აქცევს. GA-B პლატფორმის უპირატესობაა ისიც, რომ კომპაქტური ზომის მიუხედავად ავტომობილში არ არის შეზღუდული სათავსო ნაწილი. ექსტერიერის სადა ფორმები SUV-ის ხასიათის სიმტკიცეს უსვამს ხაზს, ხოლო ინტერიერი კომფორტის შეგრძნებითა და ხარისხით ამდიდრებს ავტომობილს.
გასული წლის ოქტომბერში ტოიოტამ ახალი თაობის Yaris წარუდგინა მოსახლეობას, რომელშიც სრულად არის გაუმჯობესებული მართვის შესაძლებლობები, აღჭურვილია თანამედროვე, განვითარების ბოლო საფეხურზე მყოფი ჰიბრიდული ტექნოლოგიით, რომელიც საწვავის მაქსიმალურად ეფექტურ მოხმარებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
თავდაპირველად Yaris-ის დებიუტი 1999 წელს შედგა და კომპაქტური ავტომობილების სტანდარტი გააუმჯობესა. გამოსვლის დღიდან 2020 წლის მარტის მონაცემებით მსოფლიოში 8.71 მილიონზე მეტი Yaris-ია გაყიდული.
იაპონური ბაზრისთვის Yaris Cross-ის წარმოებას Toyota Motor East Japan Co., Ltd. უზრუნველყოფს, ევროპული ბაზრისთვის კი Toyota Motor Manufacturing France.