10 მილიონი გაყიდული RAV4

14 მაი, 2020

RAV4 შეუერთდა ტოიოტას იმ მოდელებს, რომლებმაც გაყიდვებში 8 ციფრიან ნიშნულს გადასცდნენ. მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად პოპულარული SUV - მეათმილიონე ავტომობილი 2020 წლის თებერვალში გაიყიდა. ამ მასშტაბის წარამტების მიღწევას 26 წელი და ავტომობილის 5 თაობა დასჭირდა.

2019 წელს RAV4 არ იყო მხოლოდ საუკეთესო გაყიდვადი სუვი, ეს იყო მეოთხე საუკეთესო სამგზავრო ავტომობილი. გაყიდვებში  მოწინავე ადგილები  ჩრდილოეთ ამერიკას უჭირავს სადაც 500 000-ზე მეტი ავტომობილი გაიყიდა, შემდეგ მოდის ევროპა 133000 და ჩინეთი 127 000 ერთეულით.

1994 წლიდან ევროპაში მხოლოდ 2 მილიონი RAV4 იყო გაყიდული, ხოლო მე5 თაობის RAV4-მა ახალი სტანდარტი დააწესა და 2019 წელს ევროპაში 130 000 ერთეული გაიყიდა.
წელს RAV4  მნიშვნელოვან, ევოლუციურ ნაბიჯს გადადგამს დამუხტვადი ჰიბრიდული ვერსიის წარმოებით, რომელიც ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს მომხმარებლებს.