ტოიოტა მუდმივად ზრუნავს როგორც ავტომობილების ასევე უსაფრთხოების სისტემის დახვეწასა და განვითარებაზე. სწორედ ამ შრომის ნაყოფია ბრენდის უახლესი უსაფრთხოების სისტემა T.S.S 2.0 იგივე Toyota Safety Sense.
T.S.S 2.0-ის მიზანია ავტომობილით გადაადგილებისას სხვადასხვა სირთულეების/დაბრკოლებების აღმოჩენაში დაგეხმაროთ და უზრუნველყოს როგორც თქვენი და თქვენი მგზავრების, ასევე ქვეითების, სხვა ავტომობილებისა და ველოსიპედისტების უსაფრთხოებაც.
შეჯახების საწინააღმდეგო სისტემა
თუ სისტემა რადარის ტექნოლოგიის გამოყენებით დაასკვნის, რომ ავტომობილის წინა მხარეს არსებობს შეჯახების მაღალი ალბათობა, ის მოგცემთ გამაფრთხილებელ ნიშანს. გარკვეულ პირობებში, თუ სისტემა დაადგენს, რომ შეჯახება გარდაუვალია, ის თვითონ დაამუხრუჭებს და დაჭიმავს ავტომობილის ღვედებს.
ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა
თუ თქვენ მოძრაობთ 50კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით, გზის სავალ ნაწილს კი აქვს ზოლის მონიშვნა და თქვენ ციმციმას გამოყენების გარეშე მიუახლოვდებით მას, ავტომობილი ხმოვანი სიგნალით და მაჩვენებლების დაფაზე გამოტანილი ნიშანით გაგაფრთხილებთ მის შესახებ.
ავტომატური შორი განათება
თუ თქვენ მოძრაობთ 40კმ/სთ-ზე მაღალი სიჩქარით სისტემა აქტიურდება. T.S.S გამოითვლის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილების მანძილს, ასევე წინ მიმავალ ავტომობილს შორის დისტანციას და ავტომატურად არეგულირებს შორ და ახლო ნათებას.
დინამიური კრუიზ-კონტროლი
დინამიური კრუიზ კონტროლის გააქტიურებისას ავტომობილი გამოითვლის წინ მიმავალი ავტომობილის სიჩქარეს და მისი მოძრაობის შესაბამისად იცავს სიჩქარესე და დისტანციას.
საგზაო ნიშნების აღქმის დამხმარე
ავტომობილში ჩაშენებული კამერა-რადარი აღირქვამს ისეთ საგზაო ნიშნებს როგორიცაა:სიჩქარის შეზღუდვის, გაჩერების, მოძრაობის მიმართულების და ა.შ ავტომობილი გატყობინებთ მათ შესახებს.