ჩემი ოცნების ავტომობილი

14 სექ, 2020

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ხატვის მე–14  გლობალურ საბავშვო კონკურსს, სახელწოდებით „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“  წელსაც შეუერთდა!
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლამდე ასაკის საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  სავალდებულოა სარეგისტრაციო ფორმის შევსება ( სარეგისტრაციო ფორმა: https://we.tl/t-a4ySLs50mD ) და მშობლის ან კანონიერი მეურვის თანხმობა.

გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელ წესებსა და პირობებს:



 კონკურსის თემა

თქვენი „ოცნების ავტომობილი“

 

კონკურსანტები

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლამდე ასაკის საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს.

 

ასაკობრივი კატეგორია

I კატეგორია:  8 წლამდე ასაკის ბავშვები

II კატეგორია:   811  წლის ბავშვები

III კატეგორია:   1215  წლის ბავშვები

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება უნდა შემოიტანონ 2020 წლის 14 სექტემბრიდან  –  2020 წლის  30  დეკემბრამდე  (დაგვიანებით შემოტანილი განცხადებები არ მიიღება).

 

მითითებები მონაწილეთათვის

გამოგზავნილი ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

(1)   ქაღალდის ზომა: 400მმx500მმ ან უფრო პატარა.

*რეკომენდებული ზომა შეესაბამება  A3 ან ტაბლოიდურ ზომას.  (A4, Qtoდა 8vo ზომა ასევე მისაღებია)

* ქაღალდის ფერის, მასალის და ფორმის არჩევანი თავისუფალია

* ნამუშევრები გამოფენილი იქნება ჩარჩოებში, შესაბამისად ნამუშევრის სისქე არ უნდა აღემატებოდეს  5მმ–ს.

(2)  სახატავი მასალა:

* შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სახატავი მასალა, როგორიცაა ფერადი  ფანქრები, მარკერები, პასტელები, საღებავები და სხვა

* კოლაჟები და აპლიკაციები ასევე მისაღებია ჩვეულებრივი ნახატებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნულმა შესაძლოა დასვაროს სხვა ნამუშევრები ან საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას

 

ნამუშევრები რომლებიც არ მიიღება

*არ მიიღება  ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია კომპიუტერის ან მსგავსი მოწყობილობის მეშვეობით

* არ მიიღება კოლექტიური ნამუშევრები

* ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია პირის მიერ, რომელიც არ არის კონკურსის მონაწილე

* ნამუშევრები, რომელსაც თან ახლავს არასრულად ან არასწორად შევსებული აპლიკაციის ფორმა

* ნახატი, რომელიც ჰგავს წინა კონკურსში მონაწილე ნამუშევარს, ცნობილ ფერწერულ ტილოს  და რომელიც მოიცავს სავაჭრო ნიშანის მქონე სიმბოლოს.

 

კონკურსში მონაწილეობის ფორმა

 

სარეგისტრაციო ფორმა - დაკლიკეთ ჩამოსატვირთად:https://we.tl/t-a4ySLs50mD

გთხოვთ შეავსოთ ფორმაში მითითებული ყველა საჭირო პუნქტი და დაურთოთ თქვენს ნამუშევარს.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა მშობლის ან კანონიერი მეურვის თანხმობა.

შევსებული ფორმა და ნამუშევარი უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: დ. აღმანშენებლის ხეივანი მე–20 კმ. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“

 

შერჩევა

შერვევა ჩატარდება ორ ეტაპად.

ადგილობრივი კონკურსი:

პირველ ეტაპზე,ადგილობრივი კონკურსის ფარგლებში, მოხდება წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასება და თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის შეირჩევა სამი საუკეთესო ნამუშევარი. გამარჯვებული ნამუშევრები გაიგზავნება იაპონიაში, „Dream Car Art”ის მსოფლიოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

საერთაშორისო კონკურსი:

კომპეტენტური ჟიური აარჩევს საუკეთესო ნამუშევარს თითო ქვეყნიდან. აგრეთვე გამოავლენს ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედალოსნებს და ფინალისტებს. გამარჯვებული გამოვლინდება მსოფლიო კონკურსის ფინალისტებს შორის. მსოფლიო კონკურსში წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის ასევე იქნება შერჩეული სპეციალური ჯილდო. მსოფლიო კონკურსზე გამარჯვებულები არ შეიძლება დაჯილდოვდნენ იგივე კატეგორიაში ხელმეორედ.

 

პრიზები                     

ადგილობრივ კონკურსში,  ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, სამი გამარჯვებული ნამუშევრის ავტორები დაჯილდოვდებიან პრიზებით. მსოფლიო კონკურსში გამარჯვებული პირები კი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.    

 

 

გამარჯვებულთა ინფორმირება

კონკურსში გამარჯვებულს დაუკავშირდება კონკურსის ადმინისტრაცია

ადგილობრივი კონკურსის შედეგები მონაწილეთათვის ცნობილი გახდება 2021 წლის იანვრის ბოლოს, ხოლო მსოფლიო კონკურსის შედეგები – 2021 წლის ივნისში რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება Toyota Dream Car Artის ოფიციალურ ვებგვერდზე. (URL: https://www.toyota-dreamcarart.com)

 

შეგახსენებთ

       ნამუშევრები, რომლებიც ადრე უკვე იყო წარდგენილი, ნამუშევრები, რომლებიც წარდგენილი იყო სხვა კონკურსებზე, ან ნამუშევრები, რომელთა წარდგენა დაარღვევს მესამე მხარის საავტორო უფლებებს, არ მიიღება

       ერთი და იგივე პირს შეუძლია წარმოადგინოს რამდენიმე ნამუშევარი, თუმცა გაიცემა მხოლოდ ერთი პრიზი ერთ პიროვნებაზე

       TMC ან TMCთან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომლების ოჯახის წევრებს ასევე შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება

       ნებისმიერი პირადი ინფორმაცია, რომელიც შეგროვდება კონკურსის ფარგლებში, არ იქნება გამოყენებული სხვა მიზნით

       კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვებული ნამუშევრები ავტორს აღარ დაუბრუნდება

       ყველა უფლება წარმოდგენილ ნამუშევრებზე, მათ შორის, გამოცემა, გამოყენება, ადაპტირება, რედაქტირება, სარევიზიო უფლებები და სხვა, ეკუთვნის Toyota Motor Corporation-

       წარმოდგენილი ნამუშევრები შეიძლება გამოყენებულ იქნას სარეკლამო და ბეჭდვითი მასალებისთვის Toyota Motor Corporation-ის მიერ რეკლამის მიზნით.

       არ არის დასაშვები საპრიზო მონაწილეობის უფლების გაყიდვა ან მესამე პირისთვის გადაცემა

       გამარჯვებულებმა უნდა წარუდგინონ Toyota Motor Corporation-ს დეკლარაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი არ წარადგენენ თავიანთ გამარჯვებულ ნამუშევარს ნებისმიერ სხვა კონკურსზე.

 

 

პერსონალური ინფორმაციის გამოყენება:

ინფორმაციის გამოყენების მიზნები:

1. აპლიკანტისთვის კონკურსის შედეგების შეტყობინება

2. აპლიკანტისთვის, საკონკურსო პრიზების გაგზავნა ფოსტის მეშვეობით

3. გამოკითხვის ჩატარება კონკურსის შინაარსისა თუ ფორმატის გაუმჯობესების მიზნით და მარკეტინგული აქტივობებისთვის  ანონიმური სტატისტიკური ანალიზის შესაქმნელად

4. ტოიოტა მოტორ კორპორაციის მიერ ყველა აუცილებელი უსაფრთხოების წესების დაცვით, პირადი ინფორმაციის გამოყენება მოხდება კონკურსის სამართლიანად და უსაფრთხოდ ჩატარებას მიზნით.

პირადი ინფორმაციის მესამე მხარისთვის გადაცემა: შესაბამისი ნებართვის გარეშე, აპლიკანტის პერსონალური ინფორმაცია არ იქნება გასაჯაროვებული მესამე მხარისთვის, გარდა იმ კონტრაქტორი პირებისა, რომლებიც ჩართულნი იქნებიან კონკურსის ორგანიზებაში.  

* კონკურსის ჩატარების პროცესში, პერსონალური ინფორმაცია გადაეცემა კოტრაქტორ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური ინფორმაციის დაცვას ყველა საჭირო მექანიზმებით.