მეორადი ავტომობილების

20 სექ, 2020

ტოიოტა იაპონიაში მეორადი ავტომობილების ონლაინ მაღაზიის გაკეთებას გეგმავს.


ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი  2019-2020წელს, როდესაც Covid-19-მა მთელი მსოფლიო მოიცვა, მკვეთრად იმატა ონლაინ მაღაზიების საჭიროებამ და მომსახურების სფეროს გარდაქმნა. 


8 სექტემებრს, ტოიოტამ განაცხადა, რომ მათი სურვილია მეორადი  ავტომობილები შესთავაზონ მომხმარებლებს ონლაინ. კომპანიაში ამბობენ, რომ  ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია მომხმარებლების კომფორტის შესაქმენლად და ერთ სივრცეში მოაქცევენ ყველა იმ სერვისს, რომელიც საჭიროა ავტომობილის არჩევიდან  ყიდვამდე და ტრანსპორტირებამდე - სანამ თქვენი შენაძენი თქვენს სახლთან არ მოვა.

სერვისი, რა თქმა უნდა 24 საათიანი იქნება მთელი წლის განმავლობაში.