ავტოწარმოების გიგანტმა ტოიოტამ იაპონიის ბაზრისთვის ახალი მიკრო ელექტრომობილი "C+pod" წარადგინა.
ეს ელექტრომობილი იმ მასშტაბური გეგმის პატარა ნაწილია, რომლის განხორციელებასაც ტოიოტა არც თუ ისე შორეულ მომავალში გეგმას. როგორც ტოიოტაში აცხადებენ მათი მიზანი ელექტრომობილებზე დაკვირვება, შესწავლა და მომავალში ბევრად დახვეწილი ეკო-ტრანსპორტის შექმნაა.
C+pod ორ ადგილიანი მინიატურული ავტომობილია, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ დიდ კორპორაციებში, სამთავრობო სტრუქტურებში გამოჩნდება დაშიდა ტერიტორიაზე გადასაადგილებლად გამოიყენებენ.
C+pod-ს ზომების გათვალისწინებით საკმაოდ შთამბეჭდავი მონაცემები აქვს და მას ერთი დამუხტვით 150 კილომეტრის დაფარვა შეეძლება.