2021 წლის Dakar-ის რალი Toyota Gazoo Racing-ის გუნდმა წარმატებით დაასრულა.
12 ეტაპისგან შემდგარი ექსტრემალური რბოლაზე ტოიოტას გუნდმა 4400-ზე მეტი კმ მანძილი დაფარა და ასერ ალ-ატიასა და მეორე პილოტ მეთიუ ბაუმელის წყალობით მეორე ადგილი დაიკავა.
Dakar-ის რბოლის სირთულე ზუსტად გამოხატავს ტოიოტას SUV-ების შესაძლებლობებსა და სწრაფვას. ურთულეს რელიეფზე განვლილი მანძილი კი ტოიოტას SUV-ების ხარისხს უსვამს ხაზს.
აღსანიშნავია, რომ ასერისა და მეთიუსთან ერთად ტოიოტას კიდევ 3 წყვილი მოხვდა ათეულში, რომლებიც Hilux-ით ასპარეზობდნენ.
" მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, რომლებიც თავდაუზოგავი შრომითა და სულისკვეთებით იბრძოდნენ წლევანდელ Dakar-ის რალიზე გასამარჯვებლად. თითოეულმა წევრმა ვაჟკაცობისა და შეუპოვრობის მაგალითი აჩვენა და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ. ჩვენ მოვიგეთ რამდენიმე ეტაპი, თუმცა საბოლოო გამარჯვებისთვის წელს ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა ამ შედეგით ამაყი ვარ. მოპოვებული მეორე ადგილიც ხაზს უსვამს ტოიოტას ავტომობილების შესაძლებლობებს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენს გულშემატკივრებსა და ტოიოტას აუცილებლად მოვუტანთ არაერთ დიდებულ გამარჯვებას" განაცხადა ტოიოტა გაზოს დირექტორმა.