What Car

26 იან, 2021

ბრიტანულმა ავტო ჟურნალმა და ვებ გვერდმა "What Car"-მა ტოიოტა RAV4-ის ჰიბრიდული ვერსია ქალაქში საწვავის ეკონოიურობის კუთხით საუკეთესო SUV-ად დაასახელა.


მოსაზრება, რომ დიდი ავტომობილები ქალაქში გადაადგილებისას დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარენ და გარემოზე ცუდი გავლენა აქვს  ტოიოტა RAV4-მა გააქარწყლა. 

Whatcar-ის მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში ნათლად გამოჩნდა  RAV4-ის და ზოგადად  ტოიოტას ჰიბრიდული სისტემის დახვეწილობა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილი ტოიოტა Yaris Cross Hybrid-მა დაიკავა.


ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილებისადმი ინტერესეი დღითიდღე იზრდება, შესაბამისად ავტომწარმოებლები  მეტ ყურადღებას აქცევენ ამ მიმართულების განვიტარებას.  როგორც მოსალოდნელი იყო, 2021 ელექტრო ავტომობილების მხრივ ტოიოტაშიც ძალინ საინტერესო იქნება. ერთ-ერთი მთავარი სიახლე კი  RAV4-ის მოყვარულებს ელით.  

სავარაუდოდ 2021 წლის მეორე ნახევრიდან  RAV4 Plug in Hybird ვერსია ჩაეშვება გაყიდვაში. 

მისი სავარაუდო სიმძლავრე 302 ცხ.ძ-ით განისაზღვრება  და ელექტრო ძრავით 80 კმ-მდე მანძილის დაფარვას შეძლებს.