„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ რიქოლ-კამპანიაში ჩართვის მსურველებისთვის
დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
ტოიოტას პირველ
ოფიციალურ დილერს საქართველოში „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ სერვისის მიმდინარე სპეციალურ კამპანიებში,
ე.წ. რიქოლში ჩართვის სურვილით, ბოლო დროს, სულ უფრო მეტი
მომხმარებელი მიმართავს.
„ტოიოტა ცენტრი
თბილისი“ აღნიშნულ ფაქტს დადებით მოვლენად აფასებს და მზარდი დაინტერესების ფონზე,
მომხმარებლის (ფიზიკური პირები) დამატებით ინფორმირებისა და უკეთ მომსახურების
მიზნით, საჭიროდ მიიჩნევს რამდენიმე განმარტება გააკეთოს.
პირველ რიგში, ტოიოტას ავტომობილის მფლობელებმა
უნდა გაითვალისწინონ, რომ „რიქოლ-კამპანიის“ ფარგლებში ნებისმიერი ტექნიკური მომსახურება, მათ შორის
ავტონაწილის შეცვლა, რამდენად ძვირადღირებული არ უნდა იყოს ის, მათთვის აბსოლუტურად
უფასოა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებლის იმ კატეგორიასაც მიმართავს, რომელიც არ ფლობს სრულყოფილ ინფორმაციას და ამ დრომდე
თავს იკავებს სერვისის სპეციალურ კამპანიაში ჩართვისგან, რათა მათაც არ გაუშვან ხელიდან შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ და სწრაფად მიიღონ საჭირო მაღალკვალიფიციური
სერვისი. ეს ეხება იმ მძღოლებსაც, რომლებსაც ტოიოტას მარკის ავტომანქანა მეორად ბაზარზე
ან უცხოეთში ოფიციალური დილერისგან აქვს შეძენილი.
„რიქოლ-კამპანიის“ ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისული
მომხმარებელი მიიღებს გარანტირებულად მაღალი ხარისხის ტექნიკურ მომსახურებას
ორიგინალი იაპონური წარმოების ავტონაწილებით და მას არაფრის გადახდა არ მოუწევს.
ეს არის „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ დადგენილი წესი, რომელსაც ოფიციალური
დილერი ზედმიწევნით იცავს.
მიუხედავად
იმისა, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ უშუალოდ უკავშირდება
იმ მომხმარებელს, რომელმაც ავტომობილი ოფიციალურად ცენტრში შეიძინა, ტოიოტას
მფლობელებს, VIN კოდის გამოყენებით, თავადაც მარტივად შეუძლიათ მოიპოვონ ინფორმაცია იმის
თაობაზე, ექვემდებარება თუ არა ავტომობილი „რიქოლს“. თუ ავტომობილი
შეძენილია ტოიოტას ოფიციალურ დილერთან საქართველოში, მომხმარებელი უნდა ეწვიოს „ტოიოტა კავკასიის“ ვებგვერდს www.toyota.ge და მოიძიოს ქვერუბრიკა - „სპეციალური სერვისის კამპანია“, დადებითი
პასუხის შემთხვევაში კი, უნდა მიმართოს ტოიოტას
ოფიციალურ დილერს.
„ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებელს,
რომლის ავტომობილი შეძენილია მეორად ბაზარზე ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ასევე შეუძლია
თავისი ავტომობილის უნიკალური VIN კოდის გამოყენებით გაარკვიოს, არის თუ არა მისი მანქანა
„რიქოლის“ სიაში. მათ შეუძლიათ VIN კოდი გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vincheck@toyota-caucasus.com და გლობალურ სისტემაში გადამოწმების შემდეგ მიიღონ
პასუხი, ეხებათ თუ არა „რიქოლ-კამპანია“ (VIN კოდი დატანილია ავტომობილის ტექნიკური
პასპორტის E სექციაში და თვითონ ავტომანქანაზეც, ძველ ტექნიკურ პასპორტებში კი ქვედა
მარჯვენა კუთხეში).
დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 032 2 511
მისამართი: აღმაშენებლის ხეივანი #116