საბურავები

28 თებ, 2021

მსოფლიოში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი გადაადგილდება ავტომობილით, ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს უსაფრთხოების წესების დაცვა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ცვეთადი ნაწილების დროული სერვისი და ავტომობილის ტექნიკური გამართულობა ხშირ შემთხვევაში გზაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 

უსაფრთხოება სხვადასხვა კომპონენტებისგან შემდგარ ჯაჭვს წარმოადგენს, რომლის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილი საბურავებია.

დამწყები თუ გამოცდილი მძღოლისგან არაერთხელ მოგვისმენია კითხვა - როდის შევცვალოთ საბურავები?
ძირითადი განსხვავება საბურავებს შორის ქიმიური შენარევია, რომელიც სხვადასხვა კლიმატურ პერიოდში  განსხვავებულად ფუნქციონირებს გზის ზედაპირზე.

ზამთრის საბურავის გამოყენება რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც დღე-ღამის განმავლობაში საშუალო ტემპერატურა 10 გრადუსზე ნაკლებია. ზამთრის საბურავისთვის თავის შესაძლებლობებს მაქსიმალურად 6 გრადუსამდე ტემეპერატურაზე ამჟღავნებს.

​ზამთრის საბურავი ზაფხულის საბურავთან შედარებით ცივ ამინდში მაქსიმალურად ინარჩუნებს ელასტიურობას და გზაზე უფრო საიმედოა, თუმცა როგორც კი ტემპერატურა მატებას იწყებს, მისი ეფექტურობა მცირდება - ზედმეტად რბილდება, აქვს ნაკლები მოჭიდება და ცვდება სწრაფად.