Toyota Yaris

17 მარ, 2021

2020 მთელი მსოფლიოსთვის რთული, ეკონომიკურად მძიმე და დაბრკოლებებით დატვირთული იყო.
​გავრცელებული პანდემიის ფონზე სირთულეები ავტო ინდუსტრიასაც შეეხო, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ტოიოტა განაგრძობდა დასახული მიზნისკენ სწრაფვას და ახალი თაობის Yaris-იც შემოგვთავაზა.

Yaris მისი დიზაინით, ტოიოტას ცნობილი ხარისხით, უსაფრთხოების სისტემითა და თანამედროვე მულტიმედიით მალევე იქცა მომხმარებლების ფავორიტ ავტომობილად და წლის BestSeller-ის ტიტულიც მოიპოვა კლასში. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.

Toyota Yaris ზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებების დამსახურებით ევროპის კონტინენტის წლის ავტომობილად დასახელდა.