ტოიოტამ Aygo-ს საზოგადოებას პირველად 2005 წელს წარუდგინა, რომელიც მისი ხელმისაწვდომობით და მამაცი ხასიათით მალევე იქცა ახალგაზრდების საყვარელ ავტომობილად. ხოლო დღეს ტოიოტამ მიიღო გადაწყვეტილება Aygo-ს ღირებულებებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მიანიჭოს და და სეგმენტში ახალი სიტყვა თქვას.
Aygo X Prologue - სრულად სახეცვლილი ავტომობილია, რომელიც გამოხატავს ბრენდის ხედვას თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ავტომობილები. ახალ Aygo-ში გაუმჯობესდა ხილვადობა, გაიზარდა კლირენსის ზომა, და სიმძლავრე, რათა მძღოლმა უგზოობაზეც შეძლოს საკუთარი ავტომობილის მართვით სიამოვნების მიღება.
"ყველა იმსახურებს გამორჩეულ ავტომობილს და როდესაც Aygo X Prologue-ს ვუყურებ ვხვდები რომ ჩვენმა გუნდმა მიზანს მიაღწია. მიმაჩნია, რომ ეს ავტომობილი სრულად გადმოსცემს იმ პოტენციალს რაც მცირე ზომის ავტომობილს შეუძლია მიაღწიოს" განაცხადა პროექტის პრეზიდენტმა.