toyota Aygo X Prologue

19 მარ, 2021

ტოიოტამ Aygo-ს საზოგადოებას პირველად 2005 წელს წარუდგინა, რომელიც მისი ხელმისაწვდომობით და მამაცი ხასიათით მალევე იქცა ახალგაზრდების საყვარელ ავტომობილად. ხოლო დღეს ტოიოტამ მიიღო გადაწყვეტილება Aygo-ს ღირებულებებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები მიანიჭოს და და სეგმენტში ახალი სიტყვა თქვას.

​ Aygo X Prologue - სრულად სახეცვლილი ავტომობილია, რომელიც გამოხატავს ბრენდის ხედვას თუ როგორი უნდა იყოს მომავალში ავტომობილები.  ახალ Aygo-ში  გაუმჯობესდა ხილვადობა, გაიზარდა კლირენსის ზომა, და სიმძლავრე, რათა მძღოლმა უგზოობაზეც შეძლოს საკუთარი ავტომობილის მართვით სიამოვნების მიღება.

"ყველა იმსახურებს გამორჩეულ ავტომობილს და როდესაც Aygo X Prologue-ს ვუყურებ ვხვდები რომ ჩვენმა გუნდმა მიზანს მიაღწია. მიმაჩნია, რომ ეს ავტომობილი სრულად გადმოსცემს იმ პოტენციალს რაც მცირე ზომის ავტომობილს შეუძლია მიაღწიოს" განაცხადა პროექტის პრეზიდენტმა.