Corolla მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი ავტომობილია.
Corolla-ს სახელი ასოცირდება პრაქტიკულობასთან, გამძლეობასთან, საიმედოობასთან, უსაფრთხოებასთან და კომფორტთან. ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებთან ერთად Corolla-ს უპირატესობა მისი ხელმისაწვდომობა და ის შესაძლებლობებია, რომელსაც მის კლასში ვერ შეხვდებით.
ტოიოტას გუნდი ნათლად ხედავს, რომ ადამიანების უმეტესობა სედანებიდან SUV-ებზე გადადის, რაც პირველ რიგში ინტერიერის სივრცის გაზრდით არის გამოწვეული და პრაქტიკულობიდან გამომდინარე ყველგანმავალს ანიჭებენ უპირატესობას. ამ მიზეზით და Corolla-ს ხაზის განვითარებისთვის 2021 წლის დასაწყისში კომპანიამ კომპაქტური Corolla SUV წარადგინა.