ჰიპერქარის წარმატება

31 მაი, 2021

Toyota Gazoo Racing-ის გუნთან თანამშრომლობით ტოიოტამ ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი ჰიბრიდული ჰიპერ ავტომობილი GR010 შექმნა, რომლის საზოგადოებისთვის წარდგენა და პირველი ასპარეზობა წარმატებული აღმოჩნდა. 
"ლე მანის" 24 საათიან შეჯიბრებამდე ტოიოტას გუნდმა წარმატებით იასპარეზა ბელგიაში გამართულ 6 საათიან რბოლაში (Spa-Francorchamps) და პირველი ადგილიც დაიკავა. 

ტოიოტას გუნდის პრეზიდენტმა სიტყვები არ დაიშურა წარმატების გამოსახატად -  ტოიოტასთვის ძალიან კარგი დღე გათენდა, რადგან ჩვენი ახალი ავტომობილის პრეზენტაცია ასეთი დიდებული  გამარჯვებით დასრულდა. მოხარული ვარ, რომ ამ ყველაფრის ნახვა საკუთარი თვალით შევძელი და ვარ ამ გუნდის წევრი. მჯერა, რომ ტოიოტა საკუთარ  სიტყავს იტყვის ამ კატეგორიაშიც და ისტორიაში ოქროს ასოებით შევა.