თავდაპირველად, როდესაც ტოიოტა იაპონიის ავტობაზრობაზე გამოჩნდა მხოლოდ 288 ერთეული ავტომობილი გაყიდა, მას შემდეგ კი უამრავი რამ შეიცვალა. ტოიოტა გაიზარდა და ჩამოყალიბდა, ერთ-ერთ გამორჩეულ, საიმედო და კომფორტულ ავტომობილთან, რომლისთვისაც მთავარი ღირებულებები კომფორტსა და სტილთან ერთად, ხარისხი და უსაფრთხოება წარმოადგენდა. ამაზე მეტყველებს შთამბეჭდავი ციფრები, რომელსაც ყოველწლიურად იაპონური ავტომწარმოებელი აფიქსირებს.
სტილის, კომფორტის და ხარისხის ერთიანობის ხსენებისას რთულია არ გაგვახსენდეს Toyota Camry, რომელმაც ახლახანს კიდევ ერთი მიღწევა შემატა საკუთარ სახელს. ბოლო 25 წლიდან 23 წლის განმავლობაში Camry აშშ-ში კლასში ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია და პარალელურად მისმა წარმოებამ კენტუკის საწარმოში10 მილიონ ერთეულს გადააჭარბა.