Camry US.NEWS-ის ფავორიტია

29 სექ, 2021

2021 წლის Toyota Camry US.NEWS-მა ერთ-ერთ გამორჩეულ საშუალო ზომის სედანად დაასახელა და სხვადასხვა კატეგორიაში წამყვან პოზიციებს იკავებს.

არის toyota Camry კარგი ავტომობილი? ამ კითხვაზე პასუხს US.NEWS გასცემს, რომელმაც Camry 35 ნომინანტიდან გამოარჩია.

"წლევანდელი Camry იდეალური კომბინაციაა ხარისხისა და წარმადობის საკუთარ კლასში, რის გამოც ის ბიუჯეტში საუკეთესო ავტომობილად დავასახელეთ. ასევე, აღსანიშნავია ავტომობილის კომფორტი, სივრცე და უსაფრთხოების მახასიათებლები, რის გამოც თამამად შეგვიძლია ერთ-ერთ საუკეთესო საოჯახო ავტომობილად მოვიხსენიოთ. ამასთან ერთად, Camry მრავალფეროვანი ავტომობილია. ბაზარზე წარმოდგენილია მისი უამრავი მოდიფიკაცია, რაც მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებას მნიშვნელოვნად უმარტივებს. მისი შეძენა შეგიძლიათ როგორც ჰიბრიდული ასევე V6-ის ტიპის მძლავრი ძრავით. შთამბეჭდავია, რომ Camry მინიმლური კომპლექტაციითაც კი კომფორტული და მრავალფუნქციური ავტომობილია."