ტოიოტას 3.4 მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

09 ნოე, 2021

Toyota-ს ჩრდ. ამერიკის განყოფილების დირექტორმა განაცხადა, რომ 2030 წლამდე კომპანია 3.4 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს ელექტრო ავტომობილების ბატარეების გაუმჯობესებაში.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, 1.29 მილიარდი დოლარი  ახალი ქარხნის მშენებლობაში დაიხარჯება, რომელიც 2025 წელს შევა ექსპლუატაციაში და  1750 ადამიანს დაასაქმებს.

კომპანიის მიზანი ბატარეების წარმოების სულ მცირე 30%-ით შემცირებაა.  ახალი ქარხნის ერთ-ერთი უპირატესობა გამოყენებული მასალების დამუშავება და წარმოებაში ჩაშვება იქნება, რაც უმნიშვნელოვანეს როლს ითამაშებს ეკოლოგიის გაუმჯობესებაში.

„ახალი ქარხანა თავდაპირველად ჰიბრიდული ავტომობილების ელემენტების გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული  და მნიშვნელოვანად შეამცირებს ელექტრო ავტომობილის ყოლის შესაძლებლობას“ ტედ ოგავა (ჩრდ. ამერიკის განყოფილების დირექტორი)