Hilux-ის პრესტიჟული ჯილდო

24 ნოე, 2021

Toyota Hilux საშუალო ზომის პიკაპებს შორის 2022/2023 წლების საუკეთესო ავტომობილად დასახელდა ლიონში გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო დაჯილდოებაზე.

IPUA  2009 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ასახელებს საუკეთესო სატვირთო ავტომობილებს ერთ ტონიან კატეგორიაში.

მცირე ზომის სატვირთო ავტომობილები ყოველდღიურად უფრო პოპულარული ხდება, რადგან მათი გამოყენება სხვადასხვა სიტუაციაში უფრო კომფორტული და პრაქტიკულია.  

ინტერესის ზრდამ გაზარდა ბაზარზე კონკურენცია, მინიმალური სტანდარტები და მასთან დაკავშირებული ნიუანსები.

Toyota-ს გუნდისა და Hilux-ისთვის ჯილდოები უცხო არ არის. სხვადასხვა პერიოდში Hilux-მა არაერთი მნიშვნელოვანი აღიარების მოპოვება შეძლო.  კომფორტი, მძლავრი მექანიზმი, ბრენდისთვის დამახასიათებელი ლეგენდარული ხარისხი და ტვირთამწეობა გახდა წლევანდელ ღონისძიებაზე Hilux-ის წარმატების სიმბოლო.

1968 წლის 21 მარტს იაპონიაში პირველი თაობის 
Hilux ჩაეშვა გაყიდვაში და 1 წლის შემდეგ უკვე ევროპაშიც გამოჩნდა და დიდი წარმატებაც ხვდა წილად.

დღეისათვის 
Hilux 6 ქვეყანაში იწყობა და მსოფლიოს 180 ქვეყანასა თუ რეგიონში იყიდება.