მსოფლიოს
უდიდესი ავტომწარმოებელი „ტოიოტა“ 35 მილიარდიან ინვესტიაციას ანხორციელებს რათა
2030 წლისთვის 30 ახალი ელექტროფიცირებული
ავტომობილი წარუდგინოს საზოგადოებას.
ტოიოტას აღმასრულებელი დირექტორის, აკიო ტოიოდას, განცხადებით კომპანიის მიზანი წელიწადში
3.5 მილიონი ელექტრო ავტომობილის გაყიდვაა და ამ მაჩვენებლის მიღწევას დეკადის მიწურულს
აანონსებს.
პროექტის საერთო ღირებულება ჯამში 35 მილიარდია საიდანაც
4.4 მილიარდი ახალი ქარხანის მშენებლობას მოხმარდება. ქარხნის ძირითადი მიმართულება
ლითიუმ იონური ბატარეების დახვეწაა, რათა შემცირდეს მათი უტილიზაცია და გაიზარდოს რეექსპლუატაცია.
„ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, როდესაც იცვლება ცნობიერება და შესაბამისად საჭიროა ტექნოლოგიური
გარდაქმნბა. ტოიოტა უსწორებს თვალს დღევანდელ რეალობას და გვინდა, რომ მომავალი რეალურად
გახდეს ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლა შეუძლია ადამიანს წარმოიდგინოს. პროექტის ფარგლებაში
განახლება შეეხება სრულ ავტოპარკს დაწყებული ჰიბრიდული ავტომობილებიდან დამთავრებული
წყალბადის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილებს.