Toyota GR GT3

09 თებ, 2022

Toyota-მ GAZOO RACING-ის გუნდთან ერთად ახალი სუპერ ავტომობილის კონცეპტი  GR GT3 შექმნა.  ჯერ-ჯერობით ავტომობილის გამოსვლის ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, GR3-ის მიხედვით შექმნილი ავტომობილი 2022 წლის ბოლოს პირველად დადგება სარბოლო ტრასაზე, ხოლო საბოლოო მიზანი 2024 წელს "ლე მანის" 24 საათიან რბოლაში მონაწილეობა იქნება. 

GR GT3-ის კონცეპტი შემუშავებელია "DRIVER FIRST"-ის პროექტის ფარგლებში. Driver First - ტოიოტას ახალი მიმართულებაა, რომელიც მიმართულია შექმნას და გაზარდოს ინტერესი ავტო სპორტის მიმართულებით.