Yaris Cross

13 მაი, 2022

Toyota Yaris Cross-ი  World Car Award-ზე 2022 წლის საუკეთესო ურბანულ ავტომობილად დასახელდა. 

100-ზე მეტი ავტო ჟურნალისტისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ Yaris Cross-ის შესაძლებლობები ერთხმად აღიარეს და კატეგორიაში "World Urban Car" საუკეთესოს სტატუსიც მიანიჭეს.

Yaris Cross-ი ტოიოტას სხვა ახალი მოდელების მსგავსად TNGA პლატფორმაზეა აგებული და მართვის შეუდარებელ გამოცდილებას გვაძლევს. კომპაქტური ზომების მიუხედავად Yaris Cross-ის სალონი საკმაოდ ვრცელი და კომფორტულია, მისი მაღალი დგომა კი გარემოს უკეთ აღქმაში გვეხმარება. ჟიურის წევრები აღფრთოვანებული დარჩნენ ავტომობილის მართვის შესაძლებლობითა  რბილი სვლით, რომლის მეშვეობით სიჩქარის შემანელებლის გადალახვაც კი შეუმჩნეველი რჩება ადამიანის სხეულისთვის.