საიუბილეო 10 წელი

29 ივლ, 2022

ტოიოტა San Diego-ს სამაშველო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. 

წელს უკვე 10 წელი შესრულდა, რაც ტოიოტა სან დიეგოს სამაშველო ორგანიზაციას სატრანსპორტო საშუალებებს აწვდის და რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. SDTDA-მ (სან დიოეგის ტოიოტას სადილერო) პირველად 2011 წელს გადასცა მაშველებს ტოიოტას ავტომობილები.

"ჩვენთვის საამაყოა, რომ 10 წლის განმავლობაში San Diego-ს ყველაზე პოპულარული სანაპიროს უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ. მაშველებისთვის შესაბამისი აღჭურვილობის ქონა უფრო დაცულ და უსაფრთხოი გარემოს ნიშნავს და ეს ჩვენი გუნდისთვის ძალიან სასიამოვნოა" - ივან მენდელსონი SDTDA-ს პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა არ სრულდება მხოლოდ ავტომობილების გადაცემით.SDTDA 10 წლის განმავლობაში სრულ სერვისს უზრუნველყოფს თითოეულ ავტომობილზე და ქალაქს შესაძლებლობას აძლევს უამრავი თანხა დაზოგონ და მოახმარონ სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გაუმჯობესებას.


"ტოიოტასგან მიღებული ავტომობილები მნიშვნელოვნად უმსუბუქებენ სამუშაოს ჩვენს მაშველებს და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. ტოიოტა აქტიურად არის ჩართული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში იმ კუთხით თუ რა რთული სამუშაოს შესრულება უწევს ჩვენს გუნდს" - ჯეიმს გარტლენდი - მეხანძრეთა განყოფილების ხელმძღვანელი.