2023 წლის Corolla მედიის წინაშე პირველად გამოჩნდა და საკმაოდ შთამბეჭდავი შეფასებები დაიმსახურა.
ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადმა ავტომობილმა მნიშვნელოვანი განახლებები მიიღო და სულ მალე ევროპაში ჩაეშვება გაყიდვაში, მანამდე კი ის ცნობილმა ავტო გამოცემებმა გატესტეს.
Autocar: ტოიოტამ იცის როგორი უნდა იყოს ჰიბრიდული ავტომობილი. 2023 წლის Corolla-ს ჰიბრიდული სისტემა იდეალურად მუშაობს შიდა წვის ძრავთან ერთად.
Auto Express: ექსტერიერში შეტანილი მცირე ცვლილებებიც კი საკმაოდ დიდ ცვლილებას გვთავაზობს. სიახლეები გვხვდება ინტერიერშიც, სადაც 12.3 დიუმიანი ციფრული მაჩვენებლების დაფაა განთავსებული. თუმცაღა ყველაზე ღირებული ცვლილება ჰიბრიდული სისტემაა, რომელიც უფრო გამძლე, დახვეწილი და ენერგოეფექტურია.
Whatcar?: ჩვენ არ შეგვიძლია მოვითხოვოთ ეკონომიური ავტომობილისგან იმაზე მეტი ვიდრე მის კლასს შეეფერება. Corolla მისი კლასისთვის საკმაოდ შთამბეჭდავი ავტომობილია, რომელიც მომხმარებელს გამორჩეულ დიზაინს, ხარისხს, ფუნქციონალს და შეუდარებელ შესაძლებლობებს სთავაზობს.