გასული წლის 5 დეკემბერს მე-5 თაობის უახლესი PRIUS-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
პრიუსის, როგორც მსოფლიოში პირველი ჰიბრიდული ავტომობილის წარმოება 1997 წელს დაიწყო და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ეკო-მეგობრული ავტომობილია.
მე-5 თაობის პრიუსი იყენებს შიდა წვისა და ელექტრონული ძრავების კომბინაციას ანუ მუშაობს როგორც საწვავზე, ასევე ელექტროენერგიაზე – და დაბალი სიჩქარით გადაადგილებისას მხოლოდ ელექტროძრავით. გაყიდვები ჯერ იაპონიაში, შემდეგ კი შტატებში დაიწყება, მომავალ წელს კი ამავე მოდელის დატენვადი ჰიბრიდის (Plug-in) ვერსიის გაყიდვა დაიწყება.