bZ Compact SUV

14 მარ, 2023

ტოიოტას ახალი ელექტრო ავტომობილის Bz Compact SUV-ის პრეზენტაცია ბრიუსელში გაიმართა.
აღნიშნული მოდელი პროექტ "ნულს მიღმა"-ს ფარგლებში შექმნილი რიგით მესამე ავტომობილია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იაპონური ავტომწარმოებელი 2026 წლისთვის ევროპაში 6 BZ მოდელის გაყიდვას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მალე კიდევ ბევრი სიახლე გველოდება.
ამჟამად ელექტრომობილის ტექნიკური მონაცემები უცნობია თუმცა მისი გაბარიტები ასე გამოიყურება:
სიგრძე:4538მმ
სიგანე:1888მმ
სიმაღლე:1560მმ
ტოიოტა Bz Compact SUV-ის დიზაინი საფრანგეთში Toyota European Desing and Development-ის მიერ შემუშავდა.