ახალი ტოიოტა Hilux-ის განხილვა

07 იან, 2020

წაიკითხეთ მეტი აქ:


ტოიოტა ჰაილუქსი ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც იწარმოება დ მას შემდეგ კლასში ერთ ერთ საუკეთესო ავტომობილად რჩება, რაზეც მეტყველებს მისი წარმოება, რადგან 1968 წლიდან 18 მილიონზე მეტი ერთეულია გაყიდული, თუმცა ბოლო მოდიფიკაციის ჰაილუქსი მისი ისტორიის განმავლოვაში ყველაზე ფუნქციური და კომფორტული მახასიათებლებით არის გამორჩეული.

ბოლო თაობის ჰაილუქსი გამოირჩევა განიერი ფორმებით, რაც ზრდის როგორც მის ტვირთამწეობას ასევე სივრცეს ინტერიერში. განიერი დიზაინი გაძლევთ საშუალებას 4 ზრდასრული ადამიანი თავისუფლად და კომფორტულად გადაადგილდეს. ავტომობილში ასევე შეცვლილია სავალი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს იმაზე დიდი მოცულობის ტვირთის გადატანის შესაძლებლობას ვიდრე მის წინა მოდელებსა და კონკურენტებს შეუძლიათ.

ძრავი და წვა

Hilux წარმოდგენილია ახალი 2.4ლ მოცულობის 4 ცილინდრიანი დიზელის ძრავით, რომელიც 148 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და აქვს 6 სიჩქარიანი ავტომატური ან მექანიკური სიჩქარის კოლოფი. საწვავის მოხმარების კუთხით კი საკმაოდ ეკონომიურია და საშუალო წვა 4 ლიტრიდან იწყება.

საბარგულის სივრცე და პრაქტიკულობა

ბოლო თაობის ჰაილუქსი არის უფრო გრძელი და განიერი ვიდრე მისი წინა  მოდელები. ორ რიგიანი ჰაილუქსის  საბარგულის სიგრძე 1525 მმ-ს შეადგენს, ხოლო ერთ რიგიანის 2315 მმ -ს და მათი  ტვირთამწეობა 1080-დან 1130კგ-მდე მერყეობს. ამავდროულად მისი მოცულობა სულ მცირე 130მმ-ით აღემატება  მის უშუალო კონკურენტების ტევადობას.


ინტერიერი


ტოიოტამ იზრუნა რომ ყოველდღიური მძიმე დატვირთვის ავტომობილს ჰქონოდა უფრო კომფორტული ნიშნები ვიდრე გასულ წლებში, რის გამოც გააუმჯობესა და განაახლა მთლიანი ინტერიერი. 
ავტომობილში დამატებულია USB და AUX პორტები,შესაძლებელია ბლუთუზით დაკავშირება და ა.შ . ასევე  განთავსდა თანამედროვე მულტიმედიური ეკრანი და გაუმჯობესდა ინტერიერის მოსაწყობი მატერიალი, რომელიც ბევრად უფრო კომფორტული და მიმზიდველია.


მეტი ტოიოტას შესახებ