2020 ტოიოტა C-HR : ახალი დეტალები

07 იან, 2020

წაიკითხეთ მეტი აქ:

Toyota C-HR უკვე მიიღო 2020 წლის მნიშვნელოვანი განახლება, რომელიც ჰიბრიდის ტექნოლოგიას და მულტიმედიას (Apple CarPlay და Android Auto) ეხება .

2020 წლის C-HR-თან დაკავშირებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ ჰიბრიდული ვერსიის ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი.  

ჰიბრიდული C-HR წარმოდგენილია 2 განსხვავებული ძრავით:

I - 1.8ლიტრ მოცულობის ჰიბრიდული ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 120 ცხ.ძ-ს.

II - მძლავრი, 2.0ლიტრ მოცულობის ჰიბრიდული ძრავი 182 ცხენის ძალით. 

ძრავთან ერთად განახლდა მართვის შესაძლებლობები, რაც შეეხება 2.0-იან ვერსიას კი გაუმჯობესდა სავალი ნაწილი და უფრო მეტად კომფორტულს და სასიამოვნოს ხდის ავტომობილის მართვას, ასევე დაიხვეწა ხმის იზოლაცია.


კავშირი

განახლება  შეეხო C-HR-ის მულტიმედიას, სრულად მოერგო სმარტფონებს და ფუნქციონირებს სისტემის ბოლო ვერსიაზე როგორც Apple CarPlay-ის ასავე Android Auto-ს შემთხვევაში.



დიზაინი

დიზაინის მხრივ C-HR ერთ-ერთი გამორჩეული  ვიზუალის მქონე ავტომობილია, რომლის განახლებაც მცირედი ვიზუალური ცვლილებებით  შემოიფარგლა, თუმცა ამავდროულად დაიხვეწა წინა ფარების სისტემა და პრემიუმ ხარისხის LED განათებით აღიჭურვა. 


მეტი ტოიოტას შესახებ