Toyota Mirai

23 აპრ, 2020

წაიკითხეთ მეტი აქ:

წარმოგიდგენთ მეორე თაობის, წყალბადის ენერგიაზე  მომუშავე  Toyota Mirai-ს.  ამსტერდამში გამართულ ტოიოტას პრეზენტაციაზე, რომელსაც "Kenshiki" (ანუ შეცნობა) ეწოდებოდა ერთ-ერთი გამორჩეული ავტომობილი სწორედToyota Mirai  გახლდათ.
წყალბადის ძრავით  აღჭურვილი Toyota Mirai ყოველთვის ტექნოლოგიური უპირატესობით გამოირჩეოდა, თუმცა ამასთან ერთად აღსანიშნავია მისი  დიზაინი, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და  საოცრად ელეგანტურად გამოიყურება.
იმ შედეგის მისაღწევად, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ საჭირო იყო შესაბამისი პლატფორმის შერჩევა და შემუშავება Mirai-სთვის. GA-L პლატფორმა კი სწორედ ასეთია. ძარა, რომელსაც აქვს უნარი იდეალურად მოერგოს წყალბადზე მომუშავე ძრავას და სრულ სისტემას.
 დიდი პლატფორმა როგორიც არის
 დიდი პლატფორმა როგორიც არის GA-L საშუალებას გვაძლევს უფრო დიდი მოცულობის სისტემა განვათავსოთ, რომელიც 30%-ით გაზრდის ავტომობილის შესაძლებლობებს.
ახალი
ახალი Mirai-ს 150 მილით მეტი მანძილის დაფარვის შესაძლებლობა ექნება და ერთი დამუხტვით 650 კილომეტრს დაფარავს.
„ტოიოტა ევროპა“-ს ვიცე პრეზიდენტმა განაცხადა რომ  მირაი არის გრძელვადიანი სამომავლო გეგმა მსოფლიოს ელექტროფიკაციაში. ის ასევე არ გამორიცხავს აღნიშნული ტექნოლოგიის Lexus-ში დანერგვას.


მეტი ტოიოტას შესახებ